Wednesday, May 5, 2010

წინასაარჩევნო გაურკვევლობა სამცხე-ჯავახეთში

`მერის არჩევნებია თბილისში, ეგ ვიცი, მეტი არაფერი~

 

გულო კოხოძე

სამცხე-ჯავახეთი

 

30 მაისი ვისთვის საპარლამენტო არჩევნებია, ვისთვის -საპრეზიდენტო, ზოგი საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას და ზოგიც მარტო თბილისის მერს ირჩევს. ამგვარი წინასაარჩევნომდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 41 დღე დარჩა.სარეკლამო პლაკატებისა და პარტიების გამოსვლებისაგანსამცხე-ჯავახეთი ჯერჯერობით ისვენებს. წინასაარჩევნო ეიფორია აქნაკლებად შეიმჩნევა.

კითხვაზე ვის ვირჩევთ? ძირითადად ასეთი პასუხები მივიღეთ;

- `პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, ეს თარგამაძე კი აქტიურობს,მარა არაფერი გამოუვა~.

- `მე უგულავას ვაძლევ ხმას, ააყვავა თბილისი და ახალციხესაც მალე დაატყობს თავის ხელს~.

- `რა არჩევნები, რის არჩევნები?! მეცინება უკვე, ისეთიკომიკური სიტუაცია გვაქვს~.

- `ისევ თამაზ პეტრიაშვილი (ახალციხის მუნიციპალიტეტისდეპუტატი) უნდა ავირჩიოთ~.

- `მერის არჩევნებია თბილისში, ეგ ვიცი, მეტი არაფერი~.

49 წლის ანაიდა გაბრიელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტისსოფელ ჭაჭარაქის მკვიდრია. პროფესიით ბუღალტერია და ამჟამადახალციხის აგრარულ ბაზარში სოფლის მეურნეობის პროდუქტს ყიდის.ოჯახს ამით არჩენს. ხუთი შვილის დედა ამბობს, რომ მისთვისმნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა არჩევნები.

`შვიდსულიან ოჯახში არავინ ვმუშაობთ, მარტო სოფლის საქმე.აბა, რაში მეკითხება, არჩევნები იქნება თუ არა?~, - ამბობს იგი.

ანაიდა გაბრიელიანისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომყველაფერი გაძვირებულია და გლეხის ნაშრომს ფასი დაეკარგა.

`გლეხის ქალი ვარ, წლიდან წლამდე ვაშლით და კარტოფილისგაყიდვით გამაქვს ოჯახი, ჩემი სადარდებელი ისაა, რომ გლეხისშრომას ფასი არ აქვს, - დაღონებით გვეუბნება და ამატებს, რომსაკუთარ პოზიციას 30 მაისს აუცილებლად დააფიქსირებს, - ვიცი, რომ სააკაშვილის პარტია არის და ეს პარტია უნდა შემოვხაზო.  ან `საბჭოში~ რომ მივალ, ვიკითხავ, ვის უნდა მივცე ხმა და იმას ავირჩევ~.

არჩევნების მიმართ ინდიფერენტული მიდგომა ჰქონდა ჩვენს მიერგამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას.

`ახლა ვიცი, რომ ქალაქის მერის არჩევნებია, ისე, საერთოდ არდავდივარ არჩევნებზე. ჩემთვის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობაარ აქვს, ამით არაფერი იცვლება~, - მიაჩნია ახალციხის მკვიდრ50 წლის ზაურ მელიქიძეს.

`30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. ხალხი არჩევნების მიმართიმედით არის განწყობილი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ცოტა რამიცვლება ხოლმე~, - ამბობს ბორჯომელი ნათელა ოქრომელიძე.

კეთდება პროგნოზებიც:

`ამ არჩევნებში ნაციონალებმა რომ არ გაიმარჯვონ, ომიმოხდება. ესენი დაესევიან ერთმანეთს სკამების გამო. ამ ეტაპზენორმალურ ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსს ვერ ვხედავ, პარტრიოტიარავინ არაა~, - განცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელძველის მკვიდრმა კობა ზედგინიძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ანდრანიკასაპონჯიანისათვის მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა იყოს: `ომი არმინდა, მშვიდობა იყოს და ისე თუ უნდათ, ყოველდღე ატარონარჩევნები!~.

თავის მუნიციპალიტეტსა და სოფელში არსებულ პრობლემებზესაუბრობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლას მკვიდრი ჯემალსახამბერიძე: `ახლა საკრებულოს და სოფლის გამგებლებს რომვირჩევთ, უნდა დავაკვირდეთ, ვინ როგორია, აქამდე რა გაუკეთებია.წლებია, ვიძახი, სოფელს ხიდი უნდა-თქო და თუ ჩემი სოფლის რწმუნებული ამას ხელისუფლებამდე ვერ მიიტანს, რად მინდა ასეთი შუამავალი?! ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ, ვის ვაძლევთ ხმას,მერე რომ არ დავიწყოთ, არაფერი არ იცვლება და რა აზრი აქვსარჩევნებსო~.

No comments:

Post a Comment