Wednesday, May 5, 2010

გურიაში დაზუსტებული სიები ისევ დასაზუსტებელია

გიორგი გირკელიძე, გურია

 

საქართველოში თვითმმართველობისა და შუალედური არჩევნებისწინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. 30 მარტსყველა მუნიციპალიტეტში ახალი ხელმძღვანელი, საქართველოსპარლამენტში კი რამდენიმე ახალი დეპუტატი გვეყოლება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა წინასწარიამომრჩეველთა სია, გურიაში მთლიან ჯამში ამ მონაცემებით 114 791ამომრჩეველია (ოზურგეთი - 65 307, ჩოხატაური - 19 109, ლანჩხუთი- 30 375). ამ ეტაპზე დაზუსტებული სიები არ არსებობს და,შესაბამისად, ვრცლად დარღვევების შესახებაც ვერ ან არსაუბრობენ. ოპოზიციის უმეტესობა ამბობს, რომ დარღვევებისაღმოჩენებზე უფრო ვრცლად დაზუსტებული სიების შემდეგ გააკეთებენკომენტარს.

`რესპუბლიკური პარტიის~ ჩოხატაურისა და ლანჩხუთისორგანიზაციის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა რამდენიმეასეული ოჯახი გადაამოწმეს.

`ჩოხატაურში 20-მდე გარდაცვლილის გვარი ჩვენს მიერმოპოვებული საარჩევნო სიებიდანი არ იყო ამოღებული, ბევრი ოჯახიდაკეტილია და საარჩევნოდაც არ ჩამოდიან~, - გვითხრა`რესპუბლიკელმა~ ირაკლი ახობაძემ.

`რესპუბლიკური პარტიის~ ლანჩხუთელი ლიდერის რომა ბიწაძისთქმით, ამ ეტაპზე ქალაქ ლანჩხუთის სამი უბანი შეამოწმეს:

`სულ ამ უბნებზე 3 000 ამომრჩეველია, ჩვენ შევამოწმეთ 10%,43 დარღვევაა და ამის შესახებ ინფორმაცია გადაგზავნილიაცენტრალურ ოფისში, ისინი კიდევ ცესკოში გადააგზავნიან, სიებშიდღემდე არის 10 წლის წინათ გარდაცვლილთა გვარები, სამმისამართზე აღმოჩნდა რვა ადამიანი რეგისტრირებული, რომელიცმეპატრონის თანხმობის გარეშე არიან ჩაწერილები. აქედან, ორმასაგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე დაწერა განცხადება, არიანსაზღვაგარეთ წასულები და ბოლო პერიოდის არჩევნებს არ დასწრებიანსაქართველოში. მოკლედ, დარღვევები არის და ვნახოთ, რასმოიმოქმედებს ცესკო~, - გვითხრა ბიწაძემ.

რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაშიერთმა აქტივისტმა აღნიშნა, რომ . მეგრელაძის ქუჩაზე 30 ოჯახიარის დაკეტილი, წლების განმავლობაში არ ცხოვრობენ, სიებში კიარიან. არ არის გამორიცხული, რომ მათ ხმები გამოიყენონ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ეს თემა როგორც გურიაში, მთელსაქართველოში აპრობირებულია. ბევრგან მოგისმენიათ, მკვდრებიმაინც დააყენონ მიწაშიო, მაგრამ ვის სჯერა. წინა არჩევნებზებევრმა იპოვა სიაში მყოფნი გარდაცვლილი მამა, დედა ან კიდევდიდი ხნის საიქიოში წასული ბებია-ბაბუა, რომელიც ბევრს არც კიახსოვდა.

ოზურგეთის 60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესზვიად თენიეშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ეტაპზე ეს პრობლემამოგვარებულია სოფლის რწმუნებულების და საჯარო რეესტრისდახმარებით. ოზურგეთის რაიონში სიებთან დაკავშირებით ყველაზემეტ ინფორმაციას მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციაში ფლობენ. ამავე მოძრაობისიურისტი გოჩა გორდელაძის აცხადებს, რომ ცეესკოს ინფორმაციისგადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ სერის უბანზე არსად აღმოჩნდა .ლისაშვილის ქუჩა, არსად ფიქსირდება `ბათუმის შესახვევი (მისნაცვლად ამ სახელწოდებით დაფიქსირებულია . ანდღულაძის ქუჩა(ყოფილი ბათუმის ჩიხი), ვერ მოიძებნა ნაკაშიძის ქუჩაც,რადგანაც აქ ყველაფერი ფიქსირდება როგორც კლდიაშვილის ქუჩა, წმ.გიორგის ქუჩის (ყოფილი ჩკალოვის) შესახვევები საერთოდ არ არისმოცემული, ასეთი ოთხია.

`ოზურგეთის მონაცემებით, რაიონში უკვე დაფიქსირებულიაარანაკლებ 1 800 ცარიელი სახლი და ბინა. ეს მხოლოდ წინასწარიმონაცემებია~, - ამბობს ჩვენთან საუბრისას გორდელაძე.

ოზურგეთის 60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯმდომარე ზვიადთენიეშვილის თქმით, სიებზე ახლაც მიმდინარეობს გადამოწმებაოლქის დონეზე:

`ძალიან მალე, საარჩევნო უბნები დაიწყებს მუშაობას, მაშინმოხდება სიების გადამოწმება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაშიყველას შეუძლია მოვიდეს, დაწეროს განცხადება და აუცილებლადმოხდება შესწორება~, - გვაიმედებს თენიეშვილი.

არასამთვარობო ორგანიზაცია `ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის~ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს,რომ სიებთან დაკავშირებით პრობლემა ამ არჩევნებზეც იქნება,რადგან გაურკვეველია რამდენი ადამიანი არის გასული ქვეყნიდან:

`ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ვიცოდეთ ზუსტი რიცხვი, თურამდენი ამომრჩეველი ჰყავს საქართველოს? ამისთვის ბევრი ფულიიხარჯება, მაგრამ ბოლომდე, მაინც არ ვიცით~, - გვითხრაკაკაბაძემ.

პოლიტიკოს ეკა ბესელიას თქმით, სიების გადამოწმებარეგიონებშიც უნდა მოხდეს და რაც შეიძლება სწრაფ ტემპში. მისივეთქმით, რეგიონებში ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ:

`ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებეთ და არავის არ მივცემთ იმისუფლებას, რომ ყალბი სიებით იპარპარშონ~, - აღნიშნა ჩვენთანსაუბრისას ბესელიამ.

`თეთრების~ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მეტად საინტერესოფაქტი გვამცნო:

`მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები მიდიან იმოჯახებში, რომლის წევრები წასულები არიან საზღვაგარეთ სამუშაოდდა ეუბნებიან, რომ საარჩევნოდ ჩამოვიდნენ საქართველოში. პასუხიხალხისგან კი ასეთია, ოღონდ ნუ ჩამოგვაყვანინებთ და მზად ვართ,`ნაცმოძრაობის~ სასარგებლოდ მივცეთ ხმა და მეზობლები დანათესავებიც დავითახმოთო. აი, ასეთი რამეები ხდებასაქართველოში~, - აღნიშნა შაშიაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისის უნდა გაიმართოს, ვნახოთ, როგორ შეძლებენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთა ხმისდაცვას. იმედია, ეს არჩევნები გამორჩეული იქნება დანარჩენისგანდა დემოკრატიულად ჩატარდება.

 

No comments:

Post a Comment