Friday, May 7, 2010

ფოთში მერიასა და ნაციონალების შტაბს შორის დიდი მისვლა-მოსვლაა

ელისო ჯანაშია, სამეგრელო

2010 წლის 30 მაისი არჩევნების დღეა, თუმცა ამ დღისათვის მმართველი პარტია დიდი ხანია, საგულდაგულოდ ემზადება.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს~ მონაცემებით,ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებამდეგაცილებით ადრე დაიწყო, როცა პრეზიდენტის გამოცხადებული`ქამრების შემოჭერისა~ და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისპოლიტიკის საპირისპიროდ ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებშიგაიზარდა სახელფასო ფონდი, მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა, ასევედაემატა მთელი რიგი პროგრამებისა, რომელიც არასაარჩევნოპერიოდში ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა. ანალოგიური სიტუაციააფოთშიც.
საკრებულოს დადგენილებით, 188, 4 ათასი ლარით გაზარდაქალაქის ბიუჯეტის ხარჯები ფოთის საკრებულომ 30 მარტსგანხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით. აქედან 13 800 ლარითგაიზარდა მერიის ადმინისტრაციის ხარჯები (მათ შორის შრომისანაზღაურება, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯები) და ჯამში611 300 ლარი შეადგინა. ეს 109 300 ლარით მეტია შარშანდელ ანუარასაარჩევნო წელთან შედარებით. ასევე, გაიზარდა მერიისსამსახურების ხარჯები: არქიტექტურის სამსახურის - 10 ათასილარით, მშენებლობის სამსახურის - 3400 ლარით, ინფრასტრუქტურის,ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის - 38 000 ლარით.
25 ათასი ლარი დაემატა და 145 ათასი ლარი გახდა კულტურულიღონისძიებების დაფინანსება.
არჩევნებისას, განსაკუთრებული დატვირთვით მართვისტერიტორიული ორგანოები, იგივე მუნიციპალიტეტები მუშაობენ.როგორც წესი, სწორედ მუნიციპალიტეტების თანამშრომლები არიანმმართველი პარტიის აქტივისტები, რომლებიც მონაწილეობენმოსახლეობის აღწერაში, უხვად არიან საუბნო საარჩევნოკომისიებში, უბნებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებად დაა.შ. ამიტომაც წინასაარჩევნოდ მუნიციპლიტეტების `გაძლიერებას~სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საკრებულოს დადგენილებით, 30მარტის ცვლილებებით კუნძულის უბნის მუნიციპალიტეტის ხარჯები4 500 ლარით გაიზარდა და 70 200 ლარით განისაზღვრა. ესტერიტორიული ორგანოს დაფინანსებისათვის უპრეცედენტო რაოდენობაადა თითქმის 20 ათასით აღემატება წინა წლების ფაქტიურ ხარჯებს.2008 წელს ეს თანხა 53 ათასი ლარი იყო, გასულ წელს კი 48 800ლარი. მართალია, ბოლო ცვლილებები არ შეხებია, მაგრამ 2008-2009წლებთან შედარებით მიმდინარე წელს ტერიტორიული დანარჩენიორგანოების დაფინანსებაც 10-15 ათასითაა მომატებული. პირველიაპრილით დათარიღებული რამდენიმე ბრძანება (ნ139-144) სწორედმართვის ტერიტორიულ ორგანოებში შტატგარეშე თანამშრომელთადანიშვნას, ასევე მერის ახალი თანაშემწის თამარ მალანიასდანიშვნას ეხება. ანუ ერთ დღეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანითგაიზარდა საჯარო სამსახურების შტატების რაოდენობა.
როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან `დაუსრულებელი ოსტეოგენეზის~იგივე `შუშის ბავშვების~ პროგრამა ამოიღეს, ადგილობრივხელისუფლებას არგუმენტად მოჰყავდა, რომ ხსენებული პროგრამაფედერალურ დაფინანსებაზე იყო და ამით ხარჯების გაორება ანუდუბლირება აიცილეს თავიდან. ამის მიუხედავად, სწორედწინასაარჩევნოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6000 ლარითდააფინანსა ეს პროგრამა. როგორც ჩანს, კომპრომისებზე წასვლა ამშემთხვევაში შეიძლებოდა, მაგრამ არა ავადმყოფი ბავშვების,არამედ ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებისამებრ.
ადგილობრივი ბიუჯეტის გარდა, მმართველი პარტიაადმინისტრაციული რესურსის `ფართო ასორტიმენტით~ სარგებლობს.
გასული არჩევენების შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდისგანმავლობაში `ნაცმოძრაობას~ ფოთში საკუთარი ოფისი არ ჰქონდაანუ არჩევნების დასრულებისთანავე ოფისი დაიხურა. მას შემდეგ,რაც პრეზიდენტმა ოპოზიციის ქუჩის აქციებზე პასუხად, ადგილობრივითვითმმართველობების არჩევნების სავარაუდო თარიღად 2010 წლისგაზაფხული დაასახელა, `ნაციონალური მოძრაობის~ ფოთის საქალაქოორგანიზაციამ აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულიშენობის პირდაპირ დაიდო ბინა. ცოტა ხანში, ადგილობრივიორგანიზაციის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა ქალაქისმოქმედმა მერმა, ვანო საღინაძემ დაიკავა. პარტიაში ნომერი მეორე`მოქალაქეთა კავშირში~ დაფრთიანებული კობა ცხადაია გახდა,რომელიც მიმდინარე წლის 19 აპრილამდე ასევე იყო მერის თანაშემწეუბნის ტერიტორიული მართვის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში.
არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ,`ნაციონალების~ ოფისში სიცოცხლე დუღს. მერია-საკრებულოსთანმეზობლობა `ნაცებს~ ძალიან გამოადგათ, რადგან ადგილობრივი`ნაცელიტის~ ძირითადი ბირთვი, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლებია, გამალებული მისვლა-მოსვლა ქუჩის ერთი მხრიდანმეორე მხარეს დილიდან საღამომდე გრძელდება, ადგილობრივჩინოვნიკებს ახლა `ნაციონალების~ შტაბში უფრო იპოვნი, ვიდრე -საკუთარ კაბინეტებში.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურის სამსახურისუფროსი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, საკრებულოს წევრები დარიგითი თანამშრომელები, მერიის სამსახურებისა და მართვისტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები - ესაა ნაციონალებისოფისის მუდმივი `სტუმრების~ არასრული სია. ოფისის გახსნისშემდეგ, ჯერ კიდევ მერის თანაშემწე კობა ცხადაია მერიაშიპრაქტიკულად აღარავის უნახავს, ანუ ცხადაია ხელფასს იღებდამერის თანაშემწის რანგში, რეალურად კი `ნაცმოძრაობის~ ოფისშიგამაგრებული გეგმავდა წანასაარჩევნო კამპანიას. ცხადაიასთანპირადად საუბრის საშუალება, მიუხედავად რამდენიმეკვირიანიმცდელობისა, ვერ მოხერხდა. მის კართან ერთდროულად რამდენიმემდივანი ზის და, მართალია, კაბინეტის კარი უპრობლემოდ იღებაყველასთვის, თავად საოლქო საარჩევნო კომისიისთავმჯდომარისთვისაც კი, გაზეთ `თავისუფალი სიტყვისათვის~ ცხადაია მუდამ თათბირზეა.
ცნობისათვის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთიხელმომწერი მემორანდუმისა, რომელსაც ხელს რამდენიმე გავლენიანიარასამთავრობო ორგანიზაცია და ცენტრალური საარჩევნო კომისიააწერს. მემორანდუმი 2010 წლის არჩევნებისათვის ადმინისტრაციულირესურსის გამოყენებას ეხება და მასში საარჩევნო კოდექსის 73-ე,76-ე, 76(1) მუხლების რიგი ნორმები განმარტებულია მემორანდუმისტექსტის შესაბამისად.
საარჩევნო კოდექსისა და მემორანდუმის მიხედვითწინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ:სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარომოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივფუნქციებს. სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროდ ითვლებასაჯარო მოხელის მხრიდან უშუალოდ სამსახურეობრივი ფუნქციებისშესრულება, მათ შორის - ანაზღაურებადი დრო.
ამის მიუხედავად `ნაციონალების~ კანდიდატების სიისპრეზენტაციაზე, რომელშიც თავად პარლამენტის თავმჯდომარემონაწილეობდა (სხვათა შორის, ისიც სამსახურეობრივი,ანაზღაურებადი დროის მონაკვეთში) სამუშაო საათებში პოლიტიკურიპარტიის სააგიტაციო მიტინგზე კანდიდატების წარდგენას ესწრებოდათითქმის სრული შემადგენლობა საჯარო სამსახურებისა, ასევე საჯაროსკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები. თავად კანდიდატებიც,რომელთა უმეტესობაც ადგილობრივ ხელისუფლებას წარმოადგენსკანდიდატად დასახელების მომენტში ჯერ კიდევ რჩებოდა მერიის ანსაკრებულოს თანამშრომლად. საინტერესო ფაქტია, რომ მერისთანაშემწის ეკოლოგიის საკითხებში, თემურ დუნდუას, მერიისიურიდიული განყოფილების უფროსის, პაატა ლაგვილავას, ტერიტორიულიმართვის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში მერის თანაშემწის,კობა ცხადაიას, სპორტის სამსახურის უფროსის ზურაბ ტიბუასთანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებები სწორედ სიისპრეზენტაციის დღეს, ერთდროულადაა დაწერილი და ნომრებიცთანმიმდევრობით აწერია. იმის გარკვევა, თუ როდის დაიწერაბრძანება - სიის პრეზენტაციამდე თუ შემდეგ, პრაქტიკულადშეუძლებელია.
უფლებამოსილება არა აქვთ შეწყვეტილი სიაში მოხვედრილმოქმედი საკრებულოს წევრ არც ერთ კანდიდატს. საკრებულოსიურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლია არტუხოვასგანმარტებით, სიის რეგისტრაციაში გატარებამდე ეს დარღვევა არარის.
12 აპრილით დათარიღებული ბრძანება ნ151 ითვალისწინებსთვითმმართველი ქალაქ ფოთისათვის სხვადასხვა საჭიროებებისათვის2000 ლიტრი დიზელის გადაცემას. საინტერესოა ის, რომარასაარჩევნო წლებში ფოთისათვის საწვავის გამოყოფის ფაქტი არყოფილა და თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნების დღეს მმართველიპარტიის მხარდამჭერების ტრანსპორტირება საარჩევნო უბნებამდესწორედ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებით ხდებოდა, საინტერესოიქნება ისიც, რომ საწვავის ერთი ნაწილი სწორედ შპს`ფოთიქალაქტრანსპორტს~ გადაეცა.
მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაა აგრძელებს,ადგილობრივი ოპოზიციური პარტიებს კი ჯერ კანდიდატთა სიებზემუშაობაც არ დაუსრულებიათ.

No comments:

Post a Comment