Wednesday, May 5, 2010

არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მეთოდები

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

საარჩევნო კოდექსით რეგისტრირებულ პარტიებსა და საარჩევნობლოკებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატებისწარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილამდე აქვთ. ოპოზიციური პარტიებისწარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა, მათ ბევრ სოფელშიკანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეთ, იმ მიზეზით, რომ უკვეშეთანხმებული პირები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.ოპოზიციური პარტიების ცნობით, მათ კანდიდატებზე ზეწოლასხვადასხვა ფორმით ხორციელდება.

დედოფლისწყაროს რაიონის ყოფილ გამგებელს გელა იაკობიშვილს2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიკენჭი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან სოფელ წითელწყაროშიუნდა ეყარა. წითელწყაროს მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომსაარჩევნო სიების გადამოწმებისას ქრისტიან-დემოკრატიულიმოძრაობის წარმომადგენლებმა მათ მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატად გელა იაკობიშვილი დაუსახელეს. ამ ინფორმაციასპარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიგოდერძი აბულაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, გადაწყვეტილი იყო,რომ იაკობიშვილს კენჭი მათი პარტიიდან სოფელ წითელწყაროში უნდაეყარა, თუმცა საბოლოოდ კანდიდატურის ოფიციალურად წამოყენებაზეუარი განაცხადა.

`კენჭი უნდა მეყარა, მაგრამ გადავიფიქრე. რატომ? ასეგადავწყვიტე~, - აღნიშნავს გელა იაკობიშვილი.

იაკობიშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილებისგადამეტებისთვის, 2007 წელს სასამართლომ პირობითი სასჯელიშეუფარდა 5 წლის ვადით, საიდანაც მხოლოდ 3 წელი აქვს მოხდილი.საარჩევნო კოდექსი პირობით მსჯავრდებულებს არჩევნებშიკენჭისყრას არ უკრძალავს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, იაკობიშვილიგააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა, მასპრობლემები შეექმნებოდა.

`კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა. მიზეზს არ მეუბნება.შეიძლება, რაღაც ზეწოლა იყო. გელა იაკობიშვილი რეალურიკანდიდატი იყო~, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისდედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოდერძი აბულაშვილი.

კენჭისყრის შემთხვევაში იაკობიშვილი დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის გელა თეთრაულისკონკურენტი უნდა ყოფილიყო. თეთრაული სოფელ წითელწყაროში კენჭსნაციონალური მოძრაობიდან იყრის.

მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ინფორმაციით,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლისდირექტორმა პაატა ჩხეიძემ მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატის ნატო ქურდოვანიძის მეუღლე ლევან კვეზერელისამსახურიდან გაათავისუფლა. `კვეზერელი სკოლაში დარაჯადმუშაობდა. სკოლის დირექტორმა ის სამსახურიდან მას შემდეგგაათავისუფლა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლემუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად კენჭს ჩვენი პარტიიდანიყრის~, - აცხადებს პარტიის კახეთის რეგიონის ერთ-ერთიკოორდინატორი ლევან ხაზიური.

კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩხეიძე ლევანკვეზერელის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. მისითქმით, კვეზერელს დაუდევრობისთვის მანამდეც საყვედური ჰქონდამიღებული, ამჯერად კი სკოლაში ნახევარი საათით მისვლადააგვიანა, რის გამოც გაათავისუფლა.

ექსპრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობის კიდევერთმა წევრმა შალვა გოგიშვილმა საჩივრით პოლიციას მიმართა.გოგიშვილი, რომელიც ნოღაიდელის პარტიიდან კენჭს დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში იყრის,სამართალდამცავებისგან მის მიმართ განხორციელებული მუქარისფაქტის გამოძიებას და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

`14 და 15 აპრილს ტელეფონის ნომრიდან 899 577 695 უცნობიქალბატონი დამიკავშირდა, რომელიც საკმაოდ აგრესიული ხმითმოითხოვდა, რომ პარტიისთვის თავი დამენებებინა და სოფლიდანწავსულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრა, რომ ოჯახსამიწიოკებენ. მოგვიანებით, იგივე შინაარსის მუქარის შემცველიშეტყობინებაც მივიღე, რის გამოც პოლიციას მივმართე~, - ამბობსმოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ დედოფლისწყაროსრაიონული ორგანიზაციის წევრი შალვა გოგიშვილი.

შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსის გელაბუნტურის განცხადებით, მუქარის ფაქტზე დაწყებულია წინასწარიგამოძიება სსკ-ის 151- მუხლით.

`ღამით, საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები მომივარდნენ.ისინი სამოქალაქო ფორმით იყვნენ. მომთხოვეს, ნოღაიდელისპარტიაში მუშაობა შევწყვიტო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერითდამემუქრნენ~, - აცხადებს მოძრაობა `სამართლიანისაქართველოსთვის~ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულიმიმართულების კოორდინატორი გოგიტა გელაშვილი. პარტია მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატად მის წარდგენას ლაგოდეხისმუნიციპალიტეტის სოფელ თელაში აპირებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს ლაგოდეხის რაიონულსამმართველოში გამოძიება დაწყებული არ არის. პოლიციისსამმართველოს ინფორმაციით, მათთვის განცხადებით არავისმიუმართავს.

ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა არჩევნებში მონაწილეობაზეუარის თქმის მიზნით, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტოარჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც ხორციელდებოდა. მაგალითად,ახმეტაში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაზე რეგისტრაციამდე ერთიდღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ირაკლიჯამრულიძემ უარი განაცხადა, არადა მას უკვე შევსებული ჰქონდასპეციალური ანკეტა. ჯამრულიძემ უარის თქმის მიზეზად ოჯახისწევრებზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. კერძოდ, ანკეტისშევსებიდან რამდენიმე საათში, ჯამრულიძის ოჯახის წევრებმაპროკურატურიდან წერილი მიიღეს, რომლის საფუძველზეც მათ ერთ-ერთისისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაკითხვაზეიბარებდნენ.

No comments:

Post a Comment