Tuesday, May 4, 2010

რამდენიმე ათასი ამომრჩეველი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის არის გამოკიდებული

სიების გადამოწმების მიზნით აჭარაში განსაკუთრებული აქტიურობა არ ყოფილა

ნათია როყვა, აჭარა

რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, ამას ცენტრალურისაარჩევნო კომისია იუსტიციის სამინისტროს მიწოდებული სიებისმიხედვით ახლა ადგენს. 2008 წლის მონაცემით, ბათუმში ამ ეტაპზე105 ათასი ამომრჩეველი და 80 საარჩევნო უბანია. წინასაარჩევნოდსიების მონიტორინგს აჭარაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციაარ ატარებს.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნებისთვის ბათუმში თვალშისაცემი აქტიურობა არ შეინიშნება.აჭარის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ბოლო არჩევნებისშემდეგ ამომრჩეველთა სიები კიდევ უფრო დასახვეწია, რადგან გასულწელს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - ბათუმის საზღვრებიგაფართოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ხარჯზე.შესაბამისად, უნდა გაზრდილიყო ბათუმში მცხოვრებთა რიცხვიც.
ოფიციალურად ბათუმის საზღვრებში მცხოვრები ხელვაჩაურელებიამბობენ, რომ არ იციან რომელ ოლქში აძლევენ ხმას - ხელვაჩაურშითუ ბათუმში. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც ბათუმის საოლქოკომისიის თავმჯდომარეს აქვს. კახაბერ ჯაიანის თქმით,ჯერჯერობით, არ არის დადგენილი, ამ ზონაში მცხოვრებთაგან ვინსად მისცემს ხმას. ასევე უცნობია რამდენი ათას ამომრჩეველზევრცელდება ეს გაურკვევლობა.
კახაბერ ჯაიანი ამბობს, რომ ამ ამომრჩევლის საკითხი უახლესდღეებში გადაწყდება.
ბათუმში არის კიდევ ერთი ე.წ. ბარაკების ტიპის დასახლება -ლერმონტოვის ქუჩის ნ103 და ნ107 მისამართები, სადაც 90 ოჯახიცხოვრობს (დაახლოებით, 200 ადამიანი). არჩევნებში მონაწილეობასვერც ამ დასახლების მცხოვრებლები იღებენ. ბათუმის საოლქოკომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბარაკებში მცხოვრებლებიიმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას თუ ქალაქის მერია მისცემსმათ იურიდიულ მისამართს.
აჭარაში რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის, მურმანდუმბაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურიდან, დაახლოებით, სამიათასამდე ამომრჩეველი შეუერთდა ბათუმს და იქვე სხვა ტიპისუზუსტობაზეც ამახვილებს ყურადღებას: `ბათუმის საარჩევნო სიებში8-10 ათასი ამომრჩეველია დამატებული. მახინჯაურში ძალიან ბევრიისეთი მისამართია სიებში შეტანილი, რომლებიც პრაქტიკულად არარსებობს~.
ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 105 ათასიამომრჩეველია, თუმცა მურმან დუმბაძეს მიაჩნია, რომ `ეს ციფრი75-80 ათასზე მეტი არ იქნება~.
მისი თქმით, სიების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომსიებში შეყვანილი ჰყავთ როგორც საზღვარგარეთ წასული ადამიანები,ისე გარდაცვლილები. რესპუბლიკურმა პარტიამ დარღვევების შესახებინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროკურატურასმიაწოდა.
ბათუმის საოლქოს თავმჯდომარე, კახაბერ ჯაიანი წინაარჩევნებს იხსენებს და ამბობს: `ოპოზიციის წარმომადგენლებმაგვაცნობეს კონკრეტული უბნებზე მკვდარი სულების შესახებ.თუმცა, შემოსული განცხადების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომმათ მიერ მითითებული ათიდან შვიდი ამომრჩეველი ცოცხალი იყო. თუადამიანი უცხოეთშია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიიდან უნდაამოიღო~.
ჯაიანი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს: `თუ ვინმეაღმოაჩენს, რომ მისი გარდაცვლილი მეზობელი ან ნაცნობიამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებიული, ამის შესახებ უნდააცნობოს კომისიას. შესაბამისად, ახლობელმა უნდა წარადგინოსგარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა.
2008 წლის მონაცემებით, აჭარაში სულ ექვსი საარჩევნო ოლქიდა 279 ათასი ამომრჩეველი იყო. ამ ციფრების სიზუსტეზეპოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესში დიდხანს დავობდნენ.თუმცა, მას შემდეგ და 30 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნებთან დაკავშირებით, სიების გადამოწმების მიზნით აჭარაშიგანსაკუთრებული აქტიურობა არ ყოფილა. სიების დაზუსტებაზეაჭარაში თითქმის არავის უზრუნია. ამ კუთხით არც არასამთავრობოსექტორს უმუშავია.
`სამართლიანი არჩევნების~ წარმომადგენელი მზია ქადიძე`ბათუმელებთან~ ამბობს, რომ სიების გადამოწმების პროცესში ისინიარ მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, ბათუმში არცერთიარასამთავრობო ორგანიზაცია არ ატარებს საარჩევნო სიებისმონიტორინგს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარაში სიების მონიტორინგზეიმიტომ არ მუშაობს, რომ როგორც საიას აჭარის ოფისში ამბობენ,ამის რესურსი არ აქვთ. დააკვირდება თუ არა საია არჩევნებს ჯერისეც გაურკვეველია. ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენლის,გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, საია პოლიტიკური პარტიებისდაპირების მონიტორინგს ატარებს, ანუ რამდენად სამართლიანდაპირებებს იძლევიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ, როცამოსახლეობას ხვდებიან.
საია მომავალი კვირიდან ამომრჩევლების ინფორმირებას იწყებს.შეხვედრები და კონსულტაციები ამომრჩეველთან ხულოდან დაიწყება.გასვლითი შეხვედრებზე მოსახლეობას იმას აუხსნიან, როგორ უნდაგადაამოწმონ სიებში საკუთარი თავი ან დარღვევის შემთხვევაში რარეაგირება უნდა მოახდინონ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამკუთხით აჭარის ყველა რეგიონს მოიცავენ. ეს შეხვედრები დაკონსულტაციები 19 აპრილიდან დაიწყება და არჩევნებამდეგაგრძელდება.
და ბოლოს, ბათუმში, ნ74 და ნ80 უმისამართო უბანი იქნება, ამუბნებზე ხმის მიცემა იმ ადამიანებს შეეძლებათ, ვის პირადობისმოწმობაში წერია, საცხოვრებელი ადგილი - უმისამართო. მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ სიებსყველა უბანში გამოაქვეყნებენ, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნებაუზუსტობის შემთხვევაში კონკრეტულ საარჩევნო უბანს მიმართონ.
იმის გადამოწმება - არის თუ არა ადამიანი ამომრჩეველთასიაში - შესაძლებელია ცესკო-ს ვებ გვერდზე, მისივე პირადინომრის მიხედვით. თუმცა, ამომრჩეველთა სია ყველასთვისხელმისაწვდომი არ არის, რადგან ადამიანის პირადი ნომერიდახურული ინფორმაციაა.
გარდა ამისა, აჭარაში არის 80 სპეცუბანიც, სადაც ხმასმისცემენ სპეციალური ოპერატიული თანამშრომლები, სამთავრობოდაცვა, განსასჯელები და ჯარისკაცები. სიებს შესაბამისი უწყებები ადგენს.
არჩევნებში, რომელიც 30 მაისს არის დანიშნული, სულ 26პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. სხვა ათ პოლიტიკურპარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებშიმონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრა.

No comments:

Post a Comment