Wednesday, May 5, 2010

დემოგრაფიაზე საარჩევნოდ მზრუნველთა უცნაური პრიორიტეტები

ფრიდონ კერვალიშვილი, იმერეთი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს ბოლო არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა.ახალარჩეულ დეპუტატებს, ფაქტობრივად, დაცარიელებული საბიუჯეტო`ტომრები~ დახვდათ, რაც ამომრჩევლისთვის უცხო ამბავი არ იყო -მათმა უმეტესობამ ხომ წინა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან 12თვეში მისაღები 9 თვეში მიიღო.

ამ მხრივ, ცოტათი უცნაური გათვლები გააკეთეს ჯერ კიდევმოქმედ ქუთაისის საკრებულოში, როცა საარჩევნო 2010 წლის ბიუჯეტსიღებდნენ. დამკვიდრებული პრაქტიკით, ხელისუფლება არჩევნებისწელს ისეთი საბიუჯეტო მუხლების გაზრდაზე აკეთებს განსაკუთრებულაქცენტს, რომლებიც ამომრჩეველთა უმეტეს ნაწილს მოიცავს. ასეთადდღემდე სოციალური უზრუნველყოფა ითვლებოდა.

ვერ გეტყვით, რომ ქუთაისში ამ მხრივ ისეა გამოსწორებულისაქმე, რომ სოც-პაკეტებმა მეორე პლანზე გადაიწიეს, მაგრამფაქტია - ქალაქში უფრო პრიორიტეტული საგანმანათლებლო სფეროსა(5,4 მილიონი ლარი) და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების (7,3მილიონი ლარი) დაფინანსება გახდა.

ახალი საარჩევნო კანონით, 30 მაისის არჩევნების შედეგებითამ რიონისპირა ქალაქს 25-კაციანი საკრებულო ეყოლება. ამჟამინდელ15-კაციანში კი, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილიორი პარტიის წარმომადგენელია - `რესპუბლიკელი~ ვლადიმერნაკაშიძე და `ლეიბორისტი~ სამსონ გუგავა. ისინი, როგორც წესი,ბიუჯეტის განხილვის პროცესს `დამკვირვებლის~ სტატუსითადევნებდნენ თვალს, კენჭისყრაში მონაწილეობას კი, ერიდებოდნენ.

რესპუბლიკელი დეპუტატი წინა საკრებულოს `გმირობათა~ ერთგვარშეჯამებას აკეთებს: `2010 წლის ბიუჯეტში წინა წელთან შედარებითშემცირებულია სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებითუზრუნველყოფის, სოციალურ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსება.სამაგიეროდ, საკრებულოში ჩვენი არჩევიდან დღემდე გაიზარდა:მუნიციპალიტეტების შტატები - 119%-ით, ჩინოვნიკთა ტრანსპორტისადა ტექნიკის ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვის ხარჯები - 25%-ით,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შენახვის ხარჯები - 33%-ით,შადრევნების ექსპლუატაციის ხარჯები - 32%-ით, მერიისსამსახურებში მომუშავეთა რიცხოვნობა - 72%-ით; მერის სარეზერვოფონდი - 117%-ით (ამ ფონდიდან შარშან მოქალაქეთა მატერიალურიდახმარებისათვის დაიხარჯა 39900 ლარი, ხოლო სტუმრების მიღებისადა სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, მხოლოდ კვებისთვისდახარჯულია 44200 ლარი), საკრებულოს ჩინოვნიკთა ხელფასები -130%-ით, წყლის გადასახადი - 100%-ით, დასუფთავების გადასახადი- 33%-ით, მიწის ნორმატიული (შესასყიდი) ფასი - 1000%-ით~.

ასეთი კატასტროფული მატების ფონზე, ქუთაისელ`რესპუბლიკელებს~ მიაჩნიათ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგადაწყვეტილება, 15-დან 25-მდე გაზარდოს საკრებულოს წევრთარაოდენობა, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ქალაქის ბიუჯეტს.აღნიშნულის არგუმენტირებისთვის მათ კიდევ ორიოდე რიცხვიმოჰყავთ. 2009 წელს ქუთაისელი ჩინოვნიკების ხელფასებში მთელიბიუჯეტის 8,1% დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფისპროგრამებში - 3,3%.

`ესაა მაგალითი, როგორ `ნაყოფიერად~ იხარჯება ხალხისბიუჯეტი ჩინოვნიკთა და ნაცმოძრაობის წევრთა საკეთილდღეოდ. ამდროს, არაფერია გაკეთებული ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე,როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, დემოგრაფიულიმდგომარეობის გაუმჯობესება, ღატაკი ოჯახების წარმომადგენელიმოსწავლეების ლიტერატურითა და სხვა სასწავლო ატრიბუტიკითუზრუნველყოფა (არადა, ოფიციალური სტატისტიკით ქუთაისში 25 ათასიასეთი ოჯახი ცხოვრობს).

სოციალური უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ თანხას მხოლოდმაშინ ზრდიან, როცა საპარლამენტო არჩევნებია. 2008 წლისშესაბამისი მუხლი 4 მილიონ ლარს აღწევდა, წლეულს კი მილიონ 700ათასი ლარია დაგეგმილი. უმუშევრობის დაძლევის ნაცვლად, იმადამიანებს, რომლებმაც ქუთაისის ისტორიული ცენტრისრეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულეს, დღესაც სასამართლოში უწევთსიარული კუთვნილი ხელფასების ასაღებად~, - დასძენსთვითმმართველობის არჩევნებში განზე მდგომი ლეიბორისტული პარტიისრეგიონული კოორდინატორი სამსონ გუგავა.

თუ საკრებულოს ბოლო სამ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთაოდენობებს გადავხედავთ, შეიძლება დავადგინოთ, რომ `მშრომელთა~პარტიის წარმომადგენელი იმერეთის მხარეში მწარედ ცდება.ხელისუფლებამ `დემოგრაფიული სიტუაციის~ მკვეთრად გაუმჯობესებაზეიზრუნა და აი, როგორ. 2002 წლის 2 ივნისის არჩევნებზე ქუთაისელამომრჩეველთა სიითი ოდენობა 139 999 იყო, 2006 წლის 5 ოქტომბრისარჩევნებზე ეს რიცხვი 147 508 გახდა, ხოლო ახლახანს ცესკო-სმიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საარჩევნო ყუთებთან162 556 ქუთაისელ ამომრჩეველს ელოდებიან. არადა, შესაბამისიკვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა მტკიცებით, უცხოეთში ემიგრირებულქართველთა საერთო რიცხვში ქუთაისელთა ხვედრითი წილი ყველაზედიდია და იგი რეგულარულად მატულობს.

მოახლოებული არჩევნების ფონზე, ქუთაისის ბიუჯეტისშემოსავლები 26878,0 ათას ლარს შეადგენს (მასში - გადასახადები3131,0 ათასი ლარი, გრანტები 20103,0 ათასი ლარი, ხოლო სხვაშემოსავლები - 3644,0 ათასი ლარია). გასაგებია, რომ საბიუჯეტოსახსრების საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებას, ქვეყანაშიმოქმედი კანონი კრძალავს, მაგრამ ხომ არსებობს დაუწერელი დაუფრო ეფექტური კანონი? ამდენად, როცა ქუთაისის საკრებულოს 15წევრიდან მხოლოდ ორი მათგანია ოპოზიციურად მოაზროვნე, ხოლოთვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, პრაქტიკულად,პროსახელისუფლებო კადრებითაა დაკომპლექტებული, ინფრასტრუქტურისგაუმჯობესებაზე და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილითანხები რომ `დანიშნულებისამებრ~ იქნება მიმართული, ამას დიდიმტკიცება არ უნდა სჭირდებოდეს.

თუმცა, არის ქუთაისის ბიუჯეტში გადასახდელების `ქოლგის ქვეშმყოფი~ რამდენიმე მუხლი, რომლის შემხედვარე ადამიანს,ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრების მხოლოდამომრჩევლებლად აღქმის სურვილი გეკარგება. წლეულს აქ ჩოგბურთისკორტების მოწყობაა გათვალისწინებული (აღარაფერს ვამბობთთითქმის 4 მილიონად გასანახლებელ ოპერის თეატრზე), რომელიცბიუჯეტს 590,4 ათასი ლარი დაუჯდება; სპორტულ-მასობრივღონისძიებათა პროგრამული 50-ათასიანი დაფინანსება ადგილობრივმთასვლელთა ჰიმალაებში ექსპედიციას ითვალისწინებს. კი მართალია,სახელმწიფო ევერესტზე კიდევ ერთი ქართული დროშის აღმართვისსაფასურად მეტსაც უნდა იხდიდეს, მაგრამ სულ არაფერს ესეც ხომსჯობს?!

რაც შეეხება კეთილმოწყობილ საცურაო აუზს, რომელიც ქალაქშიკვლავ აუხდენელი ოცნებაა, მის ასაშენებლად, ალბათ, ყველაქუთაისელმა კარგად უნდა დაიზეპიროს ჭიჭიკიაზე შეთხზული ის ძველიანეკდოტი - ჯერ ხტომაში ივარჯიშეთ და წყალს მერე ჩაგისხამთო.ოღონდ დროა, ვინც წყლის ჩასხმით აიმედებდა `საშაყირო ობიექტებს~, მან აქაურებსაც კარგად მოუსმინოს - თქვენ აუზიააშენეთ და წყალს როგორმე თავად ჩავასხამთო რომ გაიძახიან.

 

 

No comments:

Post a Comment