Wednesday, May 5, 2010

რუსთავში ამომრჩეველთა სია ზერელედ ჩაიკითხეს

`სიაში ამომრჩევლის გასწვრივ მითითებულია, კონკრეტულისაარჩევნო უბანი და მისამართი: `მე-11 მიკრორაიონი~

 

დავით შენგელია, ქვემო ქართლი

 

რუსთავში საარჩევნო სუბიექტებმა სიების გადამოწმებისთვისგამოყოფილი დრო და ფული ჯეროვონად არ გამოიყენეს. ვადისამოწურვის შემდეგ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს რაიმე სახისანგარიში არ წარმოუდგენიათ. სიებთან დაკავშირებით ერთადერთიგანცხადება ქრისტიან-დემოკრატებმა გააკეთეს, როცაპრესკონფერენცია გამართეს და რუსთავის ამომრჩეველთა სიებშიამოჩენილ უამრავ უზუსტობაზე ილაპარაკეს.

ქრისტიან-დემოკრატების ადგილობრივი ლიდერისა და ქალაქისსაკრებულოს წევრის ალექსანდრე აბაშიძის თქმით, პარტიისაქტივისტებმა 120 .. `მკვდარი სული~ აღრიცხეს.

`25 000-ზე მეტი ამომრჩეველი კონკრეტულ მისამართზე არცხოვრობს. ხოლო რეალურად მცხოვრები 700 ადამიანი კი საარჩევნოსიებს მიღმაა დარჩენილი~, - განაცხადა ალექსანდრე აბაშიძემ,რომლის თქმითაც, დარღვევები ამომრჩეველთა სიების, დაახლოებით,25 პროცენტის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა. ეს იმაზემიუთითებს, რომ სიებში ბევრი შეცდომაა და ეს გარემოება,შესაძლოა, მმართველმა პარტიამ გამოიყენოს.

`გაჩვენებთ საარჩევნო სიის სრულყოფილების შედევრს. ეს არისმე-11 მიკრორაიონი, სიაში ამომრჩევლის გასწვრივ მითითებულია,კონკრეტული საარჩევნო უბანი და მისამართი: `მე-11 მიკრორაიონი~.სად, რომელ კორუპუსსა და ბინაში ცხოვრობს ეს ხალხი, ვერგაიგებ~, - ამბობს აბაშიძე.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იოსებშველიძე კი აცხადებს, რომ ქრისტიან-დემოკრატების მიერ სიებთანდაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები ბევრ შემთხვევაშიუსაფუძვლოა.

იოსებ შველიძე: `არავის აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქე,სადაც უნდა ცხოვრობდეს, საარჩევნო სიიდან ამოიღოს და ხმისუფლება ჩამოართვას. რუსთაველი ამომრჩევლების სია ზუსტია დაიმაზე ნაკლები ცდომილებით არის შედგენილი, ვიდრე საერთაშორისოსტანდარტითაა განსაზღვრული. სტანდარტის მიხედვით ცდომილება1-დან 2 პროცენტამდე მერყეობს. როცა ჩვენ ამ სიებს ვადგენდით,დარსა თუ ავდარში კარდაკარ დავდიოდით, ქრისტიან-დემოკრატები კი,ალბათ, ბუხართან თბებოდნენ~.

მისი თქმით, პირადობის მოწმობების გაცემა საქართველოში დამათ შორის რუსთავშიც 1994 წლიდან დაიწყო. 15 წლის განმავლობაში,მთელი რუსთავის მასშტაბით არასწორ მისამართზე მხოლოდ 236პირადობის მოწმობაა გაცემული.

სიების დაზუსტებისთვის ბრძოლაში ქრისტიან-დემოკრატები,როგორც ალექსანდრე აბაშიძე ამბობს, მარტონი არიან, მისი თქმით,პარტიებმა სახელმწიფოსგან სიების გადასამოწმებელი ფული კიაიღეს, მაგრამ, რუსთავის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ბევრიარაფერი გააკეთეს.

`რამდენადაც ვიცი სხვებს ასეთი გადამოწმება არ ჩაუტარებიათ.მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რისთვის აიღეს მათ 100-100ათასი ლარი? და ჩნდება კითხვა ხელისუფლების მიმართ, რისთვისგადაუხადეს მათ პარტიებს ბიუჯეტიდან ეს ფული?~, - კითხულობსაბაშიძე.

კონსერვატიული პარტიის ადგილობრივი ლიდერი გელა ღუნწკიძე კიამბობს, რომ მათ რამდენიმე საარჩევნო უბანი გადაამოწმეს დადარღვევებიც დააფიქსირეს, რომელთა შესახებ პარტიის ცენტრალუროფისს ეცნობება. თანაც, ღუნწკიძის შენიშვნით, გადამოწმება`აბსოლუტურად უკაპიკოდ~ ჩატარდა.

ცნობისათვის, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიისმონაცემებით დღეისათვის რუსთავში 107 ათასი ამომრჩეველია, ანუ 3ათასით მეტი ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს. საოლქოკომისიის განმარტებით, ეს ის 3 ათასი ამომრჩეველია, რომელიც2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლტოლვილად იქცა და რუსთავშიდასახლდა.

No comments:

Post a Comment