Friday, May 28, 2010


ნაცმოძრაობამ `ბოლო ზარიც~ საარჩევნოდ გამოიყენა


ელისო ჯანაშია, სამეგრელო

ქალაქის თერთმეტი საჯარო სკოლა 21 მაისს, 400-ზე მეტმა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. სპეციალურად, `ბოლო ზარის~ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა. კონცერტში რამდენიმე ადგილობრივი კოლექტივი და თავად საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. ყველა საჯარო სკოლამ ბოლო ზარისადმი მიძღვნილი თავისი პროგრამიდან საუკეთესო ნომრები წარმოადგინეს.

`თეთრი პერანგები, სამახსოვრო წარწერები, ღიმილი, ცრემლი და ზღვა ემოცია~...
`მე მიყვარს ფოთი~ - ფრაზა, რომელიც დედაქალაქის მსგავსად, ქალაქის მერიის ბრენდია, ღონისძიების სლოგანი იყო და მაისურები ამ წარწერით წამყვანსა და რამდენიმე მოსწავლეს ეცვა. სცენაზე შემოკრულ პოსტერსაც იგივე ფრაზა ამშვენებდა. ღონისძიება ბიუჯეტიდან 2000 ლარით დაფინანსდა.
კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ თანხაში შევიდა სცენის მონტაჟი, მონაწილეთათვის ფონოგრამების დამზადება, ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური სიმღერა, რომელიც იმ საღამოს პირველად შესრულდა.
აქვე აცხადებენ, რომ ეს მაისურებიც წარწერით - `მე მიყვარს ფოთი~ - ამ თანხით დამზადდა მაშინ, როცა მაისურები წარწერებით - `მე მიყვარს სკოლა~, რომელიც კონცერტზე გამომსვლელებს ეცვათ მოსწავლეებმა თავიანთი ხარჯით დაამზადეს, რაც საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც დაადასტურეს.
შეკითხვამ, რატომ იყო მოსწავლეთათვის გამართული ღონისძიებისა და `ნაციონალური მოძრაობის~ მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენებული სლოგანი იდენტური, კულტურის სამსახურის უფროსი, მერაბ ასანიძე ცოტათი გააღიზიანა: `როგორ გგონიათ, ნაციონალების გარდა, არავინ იყენებს ამას? ეს ისეთი ბანერია, ამაზე უკეთესს კაცი ვერაფერს ატარებს~, - ამის შემდეგ მან საუბარი ისე მოულოდნელად დაასრულა, ვეღარ მოვასწარით გვეკითხა, სად დაიბადა იდეა ბოლო ზარის ღონისძიების სლოგანის შესახებ: კულტურის სამსახურში თუ `ნაციონალების~ ოფისში და რატომ არ ტარდებოდა იგივე სახის ღონისძიებები არასაარჩევნო წლებში?
ეს თითქოს მცირედი ფაქტი, სინამდვილეში, სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარდს ეწინააღმდეგება. `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ ანგარიშში მოყვანილია ეუთოს მისიის ელჩის, ოდრი გლოვერის განცხადება, რომ ეუთო არჩევნებს კოპენჰაგენის დოკუმენტის მიხედვით შეაფასებს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების საკითხს უფრო ფართოდ არეგულირებს, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობა.
კოპენჰაგენის დოკუმენტით, სავალდებულოა, `პარტიასა და ხელისუფლებას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება~, მმართველი პარტიის მხრიდან მერიის ლოგოს წინასაარჩევნოდ გამოყენებისას კი, რამდენადაა ეს ზღვარი გავლებული, ამ ფაქტს, ალბათ, თავად საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ.

ფოთში სკვერი შენდება, რომელსაც არავინ აშენებს


ელისო ჯანაშია, სამეგრელო

ფოთში, აღმაშენებლის ნ8-ში, რამდენიმე დღის წინათ, სახელდახელოდ დაიწყო სკვერის მშენებლობა. ამჟამად, მიმდებარე ტერიტორიის ქვებით მოპირკეთების სამუშაოები. დავინტერესდით, სამუშაოების დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობით. მივმართეთ მერის მოვალეობის შემსრულებელს, გელა ლაგვილავას, მან გვიპასუხა, რომ მერია სამუშაოს დამკვეთი არაა და არც ბიუჯეტიდანაა რამე თანხა ამისათვის გამოყოფილი. მივმართეთ ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს, კობა ცხადაიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ ამ სკვერის მშენებლობასთან ნაცმოძრაობას კავშირი არ აქვს.
ამის შემდეგ გავესაუბრეთ თავად მუშებს, რომელთაგან ერთ-ერთმა გვიპასუხა, რომ ისინი დაიბარა ნაცმოძრაობის სიის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა შამუგიამ და ამ სამუშაოს შესრულება დაავალა. კითხვაზე, თუ ვისთან აქვთ კონტრაქტი ან თანხა ვინ უნდა გადაუხადოს, გვიპასუხეს, რომ კონტრაქტი არავისთან გაუფორმებიათდა ამის გაკეთება მათ პაატა შამუგიამ დაავალა.
`რომ მოვრჩებით, გადაგვიხდიან, აბა, რა იქნება~, - აცხადებენ ისინი და სწრაფ ტემპებში მუშაობენ, რადგან, მათი თქმით, სამუშაო 2-3 დღეში, არჩევნებამდე უნდა დამთავრდეს. როგორც საუბრიდან გაირკვა, მათ შამუგია თანხის გადახდას სამუშაოს შესრულების შემდეგ დაპირდა.
მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მათ ამ სკვერს მერია აკეთებს, რადგან, რამდენიმე ხნის წინ, მათ ამ წინადადებით ქ. ფოთის მერს, ვანო საღინაძეს მიმართეს და მან სწორედ წინასაარჩევნოდ აუსრულა თხოვნა. საღინაძე, ამჟამად, ნაციონალების სიის პირველი ნომერია.
მოქალაქე, ნონა ბასილაიას განმარტებით, მან თავად დაწერა განცხადება სკვერის გაშენების მოთხოვნით, რაზეც მეზობლებმა მოაწერეს ხელი და თავად შეიტანა მერიაში.

`არჩევნებზე თვალები დახუჭეთ...~

და სკანდალური ვიდეო მმართველი პარტიის გორის ოფისიდან
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის ფაქტები გორის რაიონში გახშირდა. თუკი წინასაარჩევნო პერიოდში `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ შეფასებით, დარღვევების შესახებ გორის რაიონიდან ნაკლები ინფორმაცია ვრცელდებოდა, ამ შემთხვევაში ასე აღარ არის. სპეციალური ოპერატიული და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტების თანამშრომლები სოფლებში კანდიდატებად წარმოდგენილ ადამიანებთან დადიან და ეუბნებიან შემდეგ სიტყვებს: `არჩევნებზე თვალები დახუჭეთ~.
`რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, განსაკუთრებით,სოფლებში, უფრო და უფრო იზრდება ზეწოლის ფაქტები. კონკრეტულიგვარები და სახელები უკვე ცნობილია საერთაშორისოორგანიზაციებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის,`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის~ და ეს საკითხებიინტერფრაქციული საბჭოს სხდომაზეც განიხილება~, - გვითხრა `ალიანსი საქართველოს~ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ. მისი თქმით, ყველაზე მეტად სოდი და კუდი აქტიურობს.
იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლის სოსო ბორცვაძის განცხადებით, ყველაზე რთულ უბნებად ის სოფლები რჩება, სადაც აქტიური მხარდამჭერები და კანდიდატები ჰყავთ.
ამომრჩევლების მასიურად დაშინების შესახებ საუბრობს `ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენელი მამუკა კობერიძე. ამ ორგანიზაციის გორის ფილიალს პრობლემები იმანაც შეუქმნა, რომ პროგრამა `კარდაკარ~-ში დასაქმებული ადამიანები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ხელფასების გაუცემლობა დასახელდა.
ანალოგიური პროტესტით ეროვნული საბჭოს კასპის ორგანიზაციაშიც გამოხატეს. ეროვნული საბჭოს კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ უკმაყოფილო აქტივისტებს უთხრა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ანგარიშები გაყინა და, შესაბამისად, ხელფასების გაცემა შეფერხდა. გორში პარტიულ შიდა გარჩევას ის შედეგი მოჰყვა, რომ ოფისს დღეს აბრა აღარ აქვს.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო~-მ უკვე რამდენიმე საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა. ყველაზე გახმაურებული საქმე გორში ის ვიდეო-მასალაა, რომელიც `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ~ და `ადამიანის უფლებათა ცენტრის~ გორის ოფისის წარმომადგენლებმა `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ გორის ოფისში დააფიქსირეს. ინციდენტი აპრილის თვეშია მომხდარი, როდესაც მმართველი პარტიის ოფისში 200-ზე მეტი მასწავლებელი, პედაგოგი, დირექტორი, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და მათი სპეციალისტი იმყოფებოდა. მათ შორის, იმყოფებოდა გორის რკინიგზის სადგურის უფროსი.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ მმართველი პარტიის ოფისში საოლქოსაარჩევნო კომისიაში შესატანი განაცხადებები ივსება. ამგანაცხადებების მიხედვით, თითოეული მოქალაქე უთითებს საკუთარმონაცემებს, სამუშაო ადგილს, პირად მონაცემებს და თხოვნას იმისშესახებ, რომ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ანთავმჯდომარედ ანდა მის მოადგილედ.
ვიდეომასალაში, მაგალითად, სოფელ ხელთუბნის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ამბობს, რომ იგი ოთხოვს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნას, რადგან თურმე 1991 წლის არჩევნებიდან აქვს დიდი გამოცდილება.
`ადამიანის უფლებათა ცენტრის~ გორის ოფისმა და `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ~ გამოითხოვეს საოლქო საარჩევნო კომისიიდან სია იმის შესახებ თუ რომელი პარტიიდან არიან წარდგენილები ოლქში შემავალი საუბნო კომისიების წევრები. აღმოჩნდა, რომ სოფელ ხელთუბნის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საოლქოს წევრად არის წარდგენილი.
ანალოგიური უნდა აღინიშნოს, სოფელ სვენეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ჯემალ საათაშვილის მიმართაც. მან განაცხადი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში შეავსო და ვიდეომასალაში აცხადებს, რომ მას სურს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობა. საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი ინფომაციის თანხმად, ის მართლაც სოფელ სვენეთის საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, ოღონდ საოლქო საარჩევნო კომიისიას სახელით.
კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შეავსეს საოლქოს სახელით წარდგენილმა კანდიდატებმა ანკეტები `ნაციონალების~ ოფისში, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ~ ვიდეომასალა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად საჩივრის სახით წარუდგინა. დღეს ამ ვიდეომასალასცენტრალური საარჩევნო კომისია იხილავს. საოლქო საარჩევნოკომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ირწმუნება, რომ ყველაგანცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში ინდივიდუალურად შევიდა,რაც ვიდეომასალას ეწინააღმდეგება.
ვიდეომასალაში კარგად ჩანს ოფისის შიდა ოთახი, სადაც ხდება პირადობის მოწმების ასლების გადაღება. ამ ასლებს მოქალაქეები ანკეტებთან ტოვებდნენ ანა ჯებისაშვილთან.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების განმარტებებიც არის იმის შესახებ, თუ რატომ იმყოფება ასეთი რაოდენობის ხალხი ოფისში.
`ესენი ყველანი არიან ნაცინალური მოძრაობის აქტივისტები, ვახდენთ მათ შერჩევას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად დაკომპლექტებაში. ხომ ხედავთ, რა დიდი მოთხოვნაა ნაციონალურ მოძრაობაში~, - ამბობს შტაბის ერთ-ერთი წევრი ვანო ნუსხელიძე.

ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან

`მოვარდა დირექტორის მოადგილე, ატეხა წიოკი და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მომცა~

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან. ყვარელში `ალიანსი საქართველოსთვის~ კუთვნილი საარჩევნო ბანერი გაანადგურეს, თელავში კი ალიანსის სააგიტაციო მასალას `ნაციონალური მოძრაობის~ პლაკატები გადააკრეს. გურჯაანის საარჩევნო ოლქში `თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან~ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ლევან ჩოლოყაშვილი აცხადებს, რომ მას ექიმებთან და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.
დაუდგენელმა პირებმა, ყვარელში, `ალიანსი საქართველოსთვის~ საარჩევნო შტაბის კუთვნილი ბანერი 21 მაისს, ღამით გაანადგურეს. `კიბეს თუ არ გამოიყენებდნენ, ისე ბანერს ვერც ჩამოჭრიდნენ. შტაბის ოფისი ყვარლის ცენტრში მდებარეობს, ქუჩა განათებულია, ხალხი ცხოვრობს. შეუძლებელია, ისე ჩამოეჭრათ, რომ ვერავის დაენახა~, - აღნიშნავს `ალიანსი საქართველოსთვის~ ყვარლის საარჩევნო შტაბის უფროსი ნუგზარ ღონიაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით არის აღძრული.
21 მაისს, ღამით, თელავში, უნივერსიტეტის და საავადმყოფოს ტერიტორიაზე `ალიანსი საქართველოსთვის~ საარჩევნო პლაკატებს `ნაციონალური მოძრაობის~ პლაკატები გადააკრეს. `საარჩევნო პლაკატების დამზადება და მათი გაკვრა მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამინურ რესურსებს მოითხოვს. ჩვენს საარჩევნო ბლოკს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს, რის გამოც პლაკატები დიდი რაოდენობით ისედაც ვერ დავბეჭდეთ. რაც დავბეჭდეთ და გავაკარით, მას კი აზიანებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს გვიშლიან~, - განაცხადა `ალიანსი საქართველოსთვის~ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა ვარდოშვილმა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით `ალიანსი საქართველოსთვის~ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა რეაგირებისათვის თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკო-ს საინფორმაციო საშუალებებით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ოპოზიციური საარჩევნო ბლოკისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას უარყოფს `ნაციონალური მოძრაობის~ თელავის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ზურაბ ბუცხრიკიძე. მისი თქმით, ნაცმოძრაობის აქტივისტებს, რომლებიც სააგიტაციო მასალებს ავრცელებენ, არანაირი მითითება არ მიუღიათ, რომ პლაკატები ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალებს გადააკრან.
`ეს შეიძლება რომელიმე ახალგაზრდის პიროვნული ინიციატივაა. მეტსაც გეტყვით, დღემდე ჩვენ რაც გავაკარით საარჩევნო პლაკატები, აბსოლუტურად ყველა ჩამოხიეს, მაგრამ არ გვქონია პრეტენზია ოპოზიციონერებთან, რომ ეს მაინცდამაინც მათი გაკეთებულია~, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობს გურჯაანის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჩოლოყაშვილი. დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა გელა ორველაშვილმა და პოლიკლინიკის დირექტორმა სოფიო ქუმსიაშვილმა მას ექიმებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. ამასთან, ჩოლოყაშვილის თქმით, ის არც გურჯაანის გიმნაზიაში შეუშვეს.
`პროფესიით ექიმი ვარ და განსაკუთრებით ჩემს კოლეგებთან გასაუბრება მაინტერესებდა. ექიმებთან შეხვედრა დაგეგმილი მქონდა არასამუშაო საათებში, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უარი განაცხადეს. თქვენ წახვალთ, ჩვენ დავრჩებით და პრობლემები არ გვინდაო.
გურჯაანის გიმნაზიაში კი პედაგოგებთან შესახვედრად დიდ შესვენებაზე მივედი, მაგრამ მოვარდა დირექტორის მოადგილე ქალბატონი, ატეხა წიოკი და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მომცა. ეს არის არანორმალური სიტუაცია~, - განაცხადა ლევან ჩოლოყაშვილმა, რომელიც 2010 წლის 30 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს `თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან~ იყრის.

მმართველი პარტია კონცერტებს მართავს, ოპოზიცია კი - საპროტესტო აქციებს

`შეიძლება 21-ე საუკუნეში, ადამიანებს 5 თვის განმავლობაში შუქი არ ჰქონდეთ?!~

დავით შენგელია, ქვემო ქართლი

არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიის, კონცერტებისა და სანახაობრივი ღონისძიებების ფონზე მიმდინარეობს: ამომრჩევლებს ხან ქუთაისის მოედანზე ეპატიჟებიან, ხან მერიის წინ - თავისუფლების მოედანზე. ღონისძიების ორგანიზატორი, როგორც წესი, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ ან ადგილობრივი თვითმმართველობაა.
24 მაისს სასტუმრო `რუსთავის~ მიმდებარე ტერიტორიაზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობა ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ლელა წურწუმიამ, თამუნა ამონაშვილმა, დუეტმა `ჯორჯიამ~, ბესიკ კალანდაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს.
კონცერტს რუსთაველებთან ერთად `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~ რუსთავში პარტიული სიით წარდგენილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაესწრნენ.
25 მაისს კი რუსთავს ლეგენდარული `ბონი ემი~ ეწვია. მათ მიერ დაწყებული კონცერტი მოგვიანებით თბილისიდან მოწვეულმა შემსრულებლებმა გააგრძელეს, მანამდე კი სცენაზე საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში `ენერჯი ინვესტი~ და საგფეხბურთო გუნდი `ოლიმპი~ დააჯილდოვეს.
კონცერტის დაწყებამდე პარტია `თავისუფლების~ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. `თავისუფლების~ წევრები დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი 26 ოჯახისთვის ელექტროენეგრიის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ.
`ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანებზე უნდა იყოს ორიენტირტებული, გზებიც კარგია და ფასადებიც შეღებვა, მაგრამ როცა ამას აკეთებ, ადამიანებზეც უნდა იფიქრო. შეიძლება 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომლის ხელმძღვანელიც ლამის ყოველდღე ამბიციურ განცხადებებს აკეთებს და ოქროს კოშკებს აგებს, ადამიანებს 5 თვის განმავლობაში შუქი არ ჰქონდეთ?! ესაა სხელმწიფოს სოციალური პოლიტიკა?~ - კითხულობს მალხაზ გორგასლკიძე, პარტია `თავისუფლების~ ქვემო ქართლის კოორდინატორი, რომელიც, რუსთავის საკრებულოს არჩევნებში პარტიულ სიას უდგას სათავეში.
`ჩვენ ყველა საარჩევნო ოლქში გვყავს მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც პროფესიული ნიშნით, პოლიტიკური კარიერით და ბიოგრაფიით შევარჩიეთ. ისინი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები არიან და თავის დროზე წარმატებებს მიაღწიეს~, - ამბობს მალხაზ გორგასლკიძე.
პარტია თავისუფლების მაჟორიტარი კანდიდატებს შორის არიან: 1. ირაკლი ქაჯაია - `თავისუფლების~ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2. ვახტანგ ენდელაძე 3. ნუგზარ მამაიაშვილი - ყოფილი მოჭიდავე 4. ლენა ნოდია 5. გია პაჭაძე - ექიმი-ჰომეოპათი 6. ზაალ ქევანიშვილი - პატრიოტული კავშირის `ჯვარის~ წევრი. 7. დიანა ბედიანაშვილი - ეროვნული მოძრაობის ვეტერანი.
არჩევნების გაყალბების შიში აქვთ `ქრისტიან-დემოკრატებს~, მათ ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგიც კი გამართეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვალერი ტატუაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის დაწესებულებიდან რუსთავის საოლქო საარჩევნო კიმისიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიები დღემდე არ შესულა, არადა სიების შეტანის ვადა უკვე ამოიწურა.
`საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 პრიმა ქვეპუნქტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ამომრჩეველთა სიები რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს, სიები კი საოლქოში არ არის და ცესკოში დევს, კანონით გათვალისწინებული ვადა კი გასულია.
ჩვენი ინფორმაციით, კოლონიაში აპირებენ არა სპეციალიზირებული საარჩევნო უბნის შექმნას, არამედ ჩვეულებრივი უბნის, სადაც არჩევნებში მონაწილეობას კოლონიის თანამშრომლები მიიღებენ და ხმას მისცემენ, როგორც პროპორციული სისტემით, ასევე მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს, რაც ყოვლად დაუშვებელია~, - აცხადებს ვალერი ტატუაშვილი.
რუსთავის ნ20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძემ ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას ადგილი არ აქვს.
`არსებობს ამომრჩეველთა ერთიანი სია და სპეციალური სია. კოლონიის თანამშრომლები სპეციალურ სიაში რომ მოხვედრილიყვნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ჩვენთვის 1-ელ მაისამდე უნდა მოემართა, მაგრამ რადგანაც ცესკოს მიმართეს, მოხვდნენ ერთიან სიაში. არსებობს ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი და არსებობს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც შეიძლება კოლონიაში შეიქმნას~, - აღნიშნა იოსებ შველიძემ, რომლის თქმითაც საოლქო კომოისიამ ეს უბანი მართლაც შექმნა.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე აბაშიძე აცხადებს, რომ არსებობს იმის შანსი, რომ 30 მაისს ნ87 საარჩევნო უბანზე, რომელიც კოლონიაში ადგილობრივი პერსონალისათვის შეიქმნა, ხმის მიცემა მაჟორიტარული სისტემითაც მოხდეს.
`ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ რუსთავის კოლონიაში შეიქმნა ნ87 არა სპეციალიზირებული, არამედ ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი, მოვითხოვთ რომ ადგილზე მომუშავე პერსონალს, რომელიც სიაშია შესული და რომელთა 90% არის არარუსთაველი, არ ჰქონდეთ უფლება და საშუალება, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ხმა მხოლოდ პროპორციული სისტემით მისცენ.
გაუგებარია რატომ უნდა მიიღოს სხვა რაიონში ან ქალაქში რეგისტრირებულმა ადამიანმა კონკრეტულად რუსთავის მე-3 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კადიდატის არჩევნებში მონაწილეობა?!~ - კითხულობს ალექსანდრე აბაშიძე.
ცნობისათვის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის დაწესებულებაში 570 თანამშრომლი მუშაობს.

ოპოზიციის გამოუყენებლი უფლება

`ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრებმა, გაუგებარი მიზეზების გამო, უარი განაცხადეს მდივნების დასახელებაზე~

გულო კოხოძე, სამცხე-ჯავახეთი

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა, მაგრამ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მდივნად პარტიის `ჩვენ თვითონ~ წევრები აირჩიეს.
2010 წელს ოპოზიციის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება განხორციელდა. საუბნო საარჩევნო კომისიის ოპოზიციური პარტიის წევრებს წელს პირველად შეეძლოთ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ოპოზიციური პარტიიდან აერჩიათ.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნობაზე ბორჯომის ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 კანდიდატი დაასახელა პარტიამ `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ და `გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება~. დანარჩენი 24 საუბნო კომისიის მდივანი პარტია `ჩვენ თვითონის~ წევრები არიან.
`ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრებმა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, უარი განაცხადეს მდივნების დასახელებაზე~, - ამბობს ნ36 ბორჯომის საოლქო სარჩევნო კომისიის თავჯდომარე ლევან დევიძე.
მისივე განმარტებით, საუბნო კომისიის მდივანის მიერ ოქმში რაიმეს გადასწორება 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს: `თუ მდივანი მექანიკურ შეცდომას დაუშვებს, შეუძლია დაურთოს შესწორების ოქმი და მას არანაირი ჯარიმის გადახდა არ მოუწევს~.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს მნიშვნელოვანი უფლება-მოვალეობები აკისრია. მის მოვალეობაში შედის საჯარო ინფორმაციის გაცემაც.
`საარჩევნო უბანზე ყველაფრის აღრიცხვას მდივანი აწარმოებს. ამ უფლების მინიჭება იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური კონტროლი ექნებათ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე~, - განმარტავს ლევან დევიძე.
ქრისტიან-დემოკრატების ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მარინა ხეცაძის განმარტებით, მათი პარტიიდან უბნებზე 8 მდივნის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა ოლქის მასშტაბით მხოლოდ სამი მდივანი ეყოლებათ: `პარტიის ზოგმა წევრმა მდივნის თანამდებობაზე ჯარიმის გამო თქვა უარი~.
პოლიტიკურ პარტიას `ჩვენ თვითონ~ ბორჯომში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ჰყავს, არადა ბორჯომში 30 საარჩევნო უბანია და 24 მდივანი სწორედ პარტია `ჩვენ თვითონის~ წევრები არიან.
`მე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ვარ და არა სამი პოლიტიკური გაერთიანების. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პარტიის `ჩვენ თვითონ~ მდივნების დანიშვნა ცენტრალური ოფისიდან მოხდა~, - გვიხსნის მარინა ხეცაძე.
პოლიტიკური პარტია `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბესო ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია მისივე ინიციატივას მოუმზადებელი შეხვდა: `ოპოზიციურ პარტიებს არ ჰყავდათ იმდენი კომპეტენტური კომისიის წევრი, რომ უბნებზე მდივნების მოვალეობა შეესრულებინათ. ოპოზიციას გაუჭირდა საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრების დაკომპლექტებაც~.
მისივე თქმით, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის უბნები ისეთი ხალხისგანაა დაკომპლექტებული, რომ ხმების გაყალბება არ მოხდება.
პარტიის `ალიანსი საქართველოსთვის~ ოფისში აცხადებენ, რომ მათ სურდათ, საარჩევნო უბნებზე თავჯდომარეებად და თავმჯდომარის მოადგილეებად ოპოზიციური პარტიის წევრები აერჩიათ, თუმცა ეს არ მოხდა.
`მდივნის თანამდებობაზე კომისიის წევრებმა თავად თქვეს უარი სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთ-ერთი მიზეზი ჯარიმა გახდა~, - განმარტავს ბორჯომის რესპუბლიკური პარტიის წევრი ვანო შალუტაშვილი.
მსგავსი მდგომარეობაა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. ოპოზიციურმა პარტიებმა საუბნო კომისიის მდივნებად კანდიდატები წარადგინეს, მაგრამ...
`მდივნები წარვადგინეთ, მეორე უბანზე, ასევე მეექვსეზეც, მაგრამ არ აირჩიეს~, - გვითხრა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზაზა ჩიტაძემ.
`არცერთ უბანში მდივანი არ გვყავს. გვყავდა წარდგენილი, მაგრამ არ აირჩიეს~, - განაცხადა საარჩევნო ბლოკ `ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენელმა ახალციხეში ოლეგ სანდროშვილმა.
`ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელი ახალციხეში თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ როგორც საერთოდ ტარდება არჩევნები გაყალბების ფონზე, სწორედ ასევე მოხდა უბნებზეც წევრების დაკომპლექტება.
`ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრს შეეკითხნენ და არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო კომისიის წევრად. ვისი დაკომპლექტებულია ეს კომისიის წევრები, ცხადია. ჩვენ არ გყავს უბნებზე მდივნები, არავის არ აწყობს ოპოზიცია მდივნად~, - განაცხადა თამარ გოგოლაძემ.

ქუთაისში წინასაარჩევნო გატაცებებს ვერ ივიწყებენ

ფრიდონ კერვალიშვილი, იმერეთი

ხელისუფლებას საარჩევნო პიარ-კამპანიისთვის გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. უმცირესობაში მყოფ პოლიტიკოსებს ისღა დარჩენიათ, წინასაარჩევნო დარღვევებთან ერთად ის ლაფსუსებიც წარმოაჩინონ, რაც მმართველთა მიერ ქვეყნის შენების პროცესში თვალსა და ყურს ხვდება. საამისოდ კი, ქუთაისიდან შორს წასვლა არ დასჭირვებიათ.
ქვეყნის პრეზიდენტს, დაჩქარებულ ტემპში რეკონსტრუირებული ქუთაისის მთავარი საფეხბურთო არენის გახსნა 24 მაისს ჰქონდა დაგეგმილი. ამ დღეს, იმერეთქალაქის ციდან იმდენი ნალექი ჩამოვიდა მიწაზე, მთელ რეგიონს ერთი თვე რომ ეყოფოდა.
ბუნებრივია, სტიქიამ სანიაღვრე არხების გამავლობაზე გავლენა იქონია და სტადიონის სარბენ ბილიკებს ქვემოთ ნაჩქარევად ჩაყრილ მილებს `ცუდი დღე~ დაუდგათ. მოკლედ, სტადიონის გახსნასთან დაკავშირებულ ვეტერანთა მატჩის დაწყებამდე (20.00 საათი) სახანძრო და სხვა მაშველი ტექნიკის მცდელობა, როგორმე გასახდელებიდან წყალი ამოეტუმბათ, უშედეგო აღმოჩნდა.
ქუთაისის 11-ათასიანი სტადიონის რეკონსტრუქციაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მთლიანად შეიცვალა მაყურებელთა დასაჯდომი სკამები, ვიპ-ლოჟა გადაიხურა, გარემონტდა ადმინისტრაციული კორპუსი, დამონტაჟდა ახალი ჩინური ტაბლო და სტადიონის განათების ბერძნული სისტემა. ზემოთნახსენები ლაფსუსის გამო კი, მიხეილ სააკაშვილის საორშაბათო მარშრუტიდან სტადიონის ტერიტორია ავტომატურად ამოვარდა.
ოპოზიციას იმდენად მშენებლების იაღლიშზე კი არ გაუმახვილებია ყურადღება, არამედ იმ სამშენებლო ფირმის წარმომავლობაზე, რომელიც ამ სტადიონის გარდა, ქუთაისში ოპერის თეატრის, ასევე თითქმის 4-მილიონიან რეკონსტრუქციას აკეთებს. შპს `დაგი~ თბილისშია რეგისტრირებული და როგორც `ნაციონალებისთვის~ თვითმმართველ ორგანოში მანდატების წართმევას მოწადინებული `ალიანსელები~ აცხადებენ, მთლიანად სამეგრელოდან ჩამოყვანილი `ცოცხალი ძალითაა~ დაკომპლექტებული. არადა, კვალიფიციური მუშა-ხელი იმერეთშიც რომ ბლომადაა, `მწვანე~ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლილიც დარწმუნდება კაცი.
ადგილობრივი მუშა-ხელის ნაკლებობას, 2012 წლისთვის ასაშენებელი პარლამენტის შენობის ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებზეც უჩივიან. ქუთაისელი `რესპუბლიკელების~ თქმით, აქ დასაქმებული 200 ადამიანიდან, მხოლოდ 50 გახლავთ აქაური.
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე ჩვენთან საუბარში უშუალოდ საარჩევნო პროცესისთვის გასულ კვირაში შექმნილ პრობლემასაც შეეხო. 35-ე საარჩევნო უბანში კომისიის `რესპუბლიკელი~ წევრის ჯემალ ძოწენიძისგან მუშაობის სურვილის დაკარგვის თაობაზე `რეგიონის არჩევანი~ უკვე წერდა. ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის (თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი) რეკომენდაციით დაწყებულია ძოწენიძის კომისიიდან გამოწვევის პროცედურა, რისი 30 მაისამდე დასრულების იმედი `ალიანსელებს~ უკვე გაუჩნდათ.
ქუთაისში პრეზიდენტის ორშაბათის ვიზიტს უკავშირდება `ახალი მემარჯვენეების~ საქალაქო ლიდერის მამუკა მღვდელაძის მიერ ჩატარებული ბრიფინგი. სააკაშვილმა სტადიონის შესასვლელში ვერ გაჭრა ლენტი თორემ, არქივიდან საგზაო დეპარტამენტად გადაკეთებულ და სემეკის შენობებში ეს პროცედურა წარმატებით შეასრულა. ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის ძველი სახით აღდგენას კიდევ ერთხელ მისცა სტარტი.
მეწარმე სვეტა ახალაია, რომელიც სამართალდამცველებმა პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტისას არ მიუშვეს სტუმრამდე და გაიტაცეს, ამ ღონისძიებებიდან ერთ-ერთში მაინც აპირებდა მისთვის წერილის გადაცემას. როგორც მღვდელაძის განცხადებიდან ირკვევა, 64 წლის ახალაია პოლიციელებმა ამჯერადაც მოაშორეს სააკაშვილის ახლომდებარე ტერიტორიიდან და პოლიციის განყოფილებაში მანამ ამყოფეს, ვიდრე საპატიო სტუმარმა ქალაქი არ დატოვა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თბილისიდან ჩამოსული `მემარჯვენეთა~ ლიდერის დავით გამყრელიძის ყურადღების ღირსიც გახდა, კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის ელექტრონერგიის მიუწოდებლობაა. ზუსტად ერთი თვეა ხუთსართულიან 14 კორპუსში ჩასახლებულ დევნილებს დენი არ მიეწოდებათ. ყველაფერი კი, გამრიცხველიანებისთვის `ენერგოპრო ჯორჯიას~ შესაბამისი სამსახურის მიერ თავმოუბმელობას ბრალდება.

რა საჭიროა უბანზე ყოფნა, მთავარია - ტრენინგი

არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე საარჩენო უბნები ან დაუხურულია, ან 2-3 კაცის ამარაა დატოვებული

გიორგი გირკელიძე, გურია

ნ62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო ნ1 უბანს, რომელიც დაბის კინოს სახლში არის გახნსნილი, გასული კვირის ხუთშაბათს ვესტუმრე, თუმცა მანამდე სხვა საქმეზე ვიყავი, არც შემიმჩნევია კინოში უბანი თუ იყო, რადგანაც იმავე შენობის შესასვლელში სამი ადამიანი გემრიელად სადილობდა. როდესაც რედაქციიდან ერთ-ერთ უბანზე დავაპირე წასვლა და ეს ის უბანი აღმოჩნდა, სადაც დილით გემრიელად სადილობდნენ.
უბანზე სამი ადამიანი დამხვდა, ერთი მამაკაცი და ორიქალბატონი.
- გამარჯობათ, `გურია ნიუსიდან~ ვარ.
- აჰა, გასაგებია.
- თქვენ მარტო ხართ, ეს სამი ადამიანი?
- თავმჯდომარე ახლა გავიდა, რამდენიმე ადამიანი ტრენინგზეა.
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- კახა ძმანაშვილი.
- ძალიან სასიამოვნო, ვამზადებ წერილს, რა ხდება კონკრეტულ უბნებზე.
- კარგით, დაბრძანდით.
ორმა ოპოზიციის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნელი ლიპარტელიანმა და ზოია ბედინეიშვილმა მაგიდის გადაწმენდა დაიწყეს, სკამი მომაწოდეს. ამ დროს ბატონი კახა, კარებისკენ გაეშურა.
- ბატონო კახა, იქნებ თქვენც გვესაუბროთ.
- კი, კი როგორ არ გესაუბრებით, მაგრამ პრესა საერთოდ არაა რეკომინდებული არჩევნების წინ.
- რატომ?
- არა, ისე ვხუმრობ.
ამ საუბრის შემდეგ, დავიწყე სიის ამოკითხვა და ვარკვევ ბატონ კახასთან ერთად თუ ვინ სად იმყოფებოდა:
- ბატონი გელა (62 - 1 უბნის თავმჯდომარე) არ ბრძანდება, ქალბატონი ელისო უშვერიძე (ამავე უბნის კომისიის წევრი) სად არის?
- ახლა გავიდა სკოლაში და მოვა. ახლა, ვინც აქ ვართ...
- ბატონო კახა, სიის მიხედვით ამოვიკითხავ.
- გასაგებია, მაგრამ მომისმინე, `ბრატ~, მეც მალაპარაკე.
- სანამდე დაიწყებდეთ, მანამდე სურათს გადაგიღებთ.
- არ გინდა, მარტო მანდილოსნებს გადაუღე.
- ახლა, გისმენთ, ბატონო კახა.
- თამჯდომარეს გამოუძახეს საოლქოში სიებთან დაკავშირებით, ერთი სკოლაში წავიდა, დანარჩენი ტრენინგებზე არიან წასულები. ძალიან მალე მოვლენ, მანამდე კი ჩვენ ვართ აქ, უბანი, რომ არ იყოს მიტოვებული.
- კონკრეტულად სად ტარდება ეს ტრენინგი.
- საავადმყოფოში, კიდევ ტარდება მეორე ადგილას.
- მეორე ადგილას სად?
- ქვემოთ, გამგეობაში.
- იქნებ ერთ-ერთი წევრის ტელეფონის ნომერი ჩამაწერინოთ,მაგალითად, რუსუდან კოტრიკაძის.
- ახლავე (თუმცა ტელეფონის ნომერს არავინ მაძლევს).
ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი მეუბნება, რომ მდივანს ექნებოდა წიგნში, მაგრამ მდივანი უბანზე არ იმყოფებოდა. ბატონი კახა კი გარეთ გავიდა და ჩემთვის უცნობ ადამიანს დაუკავშირდა, რომ `გურია ნიუსის~ ჟურნალისტი არის უბანზე და იქნებ ამოხვიდეთო. ამ დროს ბატონ კახასთან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მივიდა, კახამ გადაუჩურჩულა, რომ მე მათ საუბარს დიქტოფონით ვიწერდი.
რამდენიმე წუთში უბანზე თავმჯდომარეც მოვიდა, მას კიდევ ნელ-ნელა ხუთი წევრი მოჰყვა.
გელა ლომინეიშვილის თქმით, ტრენინგზე ერთი ადამიანი იმყოფებოდა, შემდეგ გაარკვიეს, რომ თურმე ორი ყოფილა. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ისიც კი გვითხრა: - თქვენ ხვალ მოდით, ორი ვიქნებით მთელ უბანზე, რადგან დანარჩენები ტრენინგებზე ვიქნებით. უბნის თავმჯდომარემ ისიც გვითხრა, რომ ტრენინგზე მონაწილეებს განცხადება არ ჰქონდათ დაწერილი და, შესაბამისად, არც უბნის წიგნში ჰქონდათ გატარებული.
- ადამიანი, რომელიც ახლა მოვიდა, სახლში იყო, ისადილა, დაეწერა განცხადება? ეს სად წერია? (სად წერია ბატონო გელა და საარჩევნო კოდექსში).
უბნის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მოსვლიდან რამდენიმე წუთში უბანი დავტოვე და რედაქციისკენ წამოვედი. როგორც ჩემი კოლეგები მეუბნებიან, უბნებზე ხშირად ნახავთ სამ, ოთხ კომისიის წევრს ან კიდევ დახურულ უბანს. იმედია, არჩევნების დღეს მაინც ასე არ იქნება...
ჵ.შ. უბანზე 20 წუთზე მეტხანს ვიმყოფებოდი, მხოლოდ ერთი მოხუცი მამაკაცი შემოვიდა და თავისი თავის გადამოწმება მოისურვა, მას თავმჯდომარის მოადგილე დაეხმარა და დაამშვიდა, რომ სიაში იმყოფებოდა.

აჭარაში საარჩევნო კოდექსს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევენ

`რასაც ჩვენ გეტყვით იმას თუ არ გააკეთებ და როცა ჩვენ გეტყვით თუ არ გაჩუმდები, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე~

ცაგო კახაბრიშვილი, აჭარა

17 მაისს, ბათუმის მერიამ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცა. დაზღვევა სხვადასხვა სახის სამედიცინო და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს. ეს პროგრამა ბათუმის საკრებულომ 2009 წლის ბოლო სხდომაზე, 30 დეკემბერს დაამტკიცა და მისი განხორციელებისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 270 ათასი ლარი გაითვალისწინა. პროგრამა მარტის თვეში უნდა დაწყებულიყო, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის საშუალება მარტის თვიდანვე უნდა მისცემოდათ.
2010 წლის 4 მარტს, სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, ბათუმის საკრებულოს წევრმა დავით რობაქიძემ, მერია პროგრამის დაწყების შეგნებულად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. `ეჭვი მაქვს, რომ წინასაარჩევნოდ უნდათ სერტიფიკატების დარიგება და ამ კატეგორიის ამომრჩევლის გულის მოგება~, - აცხადებდა რობაქიძე.
მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ, მაშინ მედიასთან საუბარში ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ სადაზღვევო პაკეტით მასწავლებლები მარტიდანვე ისარგებლებდნენ.
სადაზღვევო კომპანია `იმედი ელ~-ის წარმომადგენლის, სანდრო ქანთარიას განმარტებით, `დაზღვევა 1-ლი აპრილიდან შევიდა ძალაში. რაც შეეხება სადაზღვევო პოლისების გადაცემას, უბრალოდ, გაკეთდა სიუჟეტი - მერია გაზღვევთ. ამ ადამიანებს დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა კი 1-ლი აპრილიდან პირადობის მოწმობის საშუალებით შეეძლოთ~.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსის, მარინე რუხაძის განცხადებით, `პროგრამის დაგვიანებით დაწყება ტენდერის გაჭიანურებამ გამოიწვია~.
17 მაისს მასწავლებლებს სერტიფიკატები მერიის შენობაში გადასცეს.
ვინ აზიანებს საარჩევნო პლაკატებს?
---------------------
24 მაისს, ღამის 2 საათზე, `ალიანსის~ ერთ-ერთ კოორდინატორს მეზობლად მცხოვრებმა ბიძაშვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ქუჩაში უცნობი პირები ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პლაკატებს აზიანებდნენ.
`ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სასწრაფოდ გამოვედი გარეთ. ეს ანგისის უბანში მოხდა. ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ მოძრაობდა ვერცხლისფერი ოთხკარიანი ჯიპი ხჭხ-434, რომელშიც მძღოლის გარდა კიდევ ოთხი პიროვნება იმყოფებოდა. ჩემმა ახლობელმა მათ აივნიდან გადასძახა, თუ რატომ ხევდნენ პლაკატებს, თუმცა მათ პასუხი არ გაუციათ და გზა გააგრძელეს~, - განაცხადა ნუგზარ ხაჯიშვილმა გაზეთ `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში.
საარჩევნო ოლქი გამგეობის შენობაში
------------------
ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია გამგეობის შენობაშია განთავსებული. ოლქის თავმჯდომარის, მანუჩარ გამყრელიძის განცხადებით, შენობის ნაწილი, სადაც ამჟამად ისინი მუშაობენ, უზურფრუქტის წესით აქვთ გადაცემული. ოლქის წევრები კი, გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, აპოლიტიკური პირები არიან და გამგეობის შენობაში მუშაობა მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.
იურიტ გია ქარცივაძის განმარტებით, `საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო კოდექსი, იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა განთავსდეს საოლქო საარჩევნო კომისია (და არა საუბნო საარჩევნო კომისია) არანაირ დათქმებს (მითითებებს) არ აკეთებს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ფაქტის მიმართ საკანონმდებლო აკრძალვა არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს კანონშეუსაბამობაც (ანუ უკანონობა). ამ მოუწესრიგებელმა სივრცემ კი გამოიწვია ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობებში არიან განთავსებულნი~.
ქარცივაძის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ნაკლები დანახარჯებით უზრუნველყოფს საერთო სახელმწიფოებრივი საქმის კეთებას, რაც უგულებელყოფს პრინციპს - `დემოკრატია ძვირად ფასობს~. `აღსანიშნავია, რომ ნაკლები დანახარჯებით დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზებს თანამედროვე მსოფლიოს ისტორია არ იცნობს და, ამ საკითხში, არც ჩვენ უნდა ვიყოთ გამონაკლისები~, - ამბობს გია ქარცივაძე.
ზეწოლის ფაქტი
-------------
ჩაქვის ნ14 საარჩევნო უბნის წევრს მადონა აბაშიძეს, უბნის რწმუნებული მერაბ ხოზრევანიძე შემდეგი სიტყვებით დაემუქრა: `რასაც ჩვენ გეტყვით იმას თუ არ გააკეთებ და როცა ჩვენ გეტყვით თუ არ გაჩუმდები, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე~. მადონა აბაშიძე კომისიაში `ეროვნული საბჭოდანაა~ წარდგენილი.
ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ ამავე გაერთიანების წევრმა ელგუჯა გოგმაჩაძემ მოაწოდა. გოგმაჩაძის თქმით, `მადონა აბაშიძე 21 წლის ახალგაზრდაა და რწმუნებული ცდილობდა მისი გამოუცდელობით ესარგებლა~.
`როგორ გეკადრებათ? მეზობელია ჩემი, ერთად ვართ გაზრდილები და უბრალოდ მეზობლური საუბარი გვქონდა, არასდროს მომხდარა, რომ ჩემსგან ვინმეს მიმართ ზეწოლა განხორციელებულიყოს და არც მოხდება, უბრალოდ, პოლიტიკური შეხედულებები გავუზიარეთ ერთმანეთს, მან თავისი თქვა და მე - ჩემი. თუ რამე სხვანაირად მიიღო ეს მისი საქმეა, მაგრამ თუ შეურაცხყოფის მოყენებას აპირებენ და მაბრალებენ იმას რაც არ გამიკეთებია, ამით ისევ მას წაუვა ცუდად საქმე~, - განაცხადა რწმუნებულმა მერაბ ხოზრევანიძემ `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში.

Friday, May 21, 2010

`მიშას ვირჩევთ, მიშას~

გელა მთივლიშვილი

2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, სამ მუნიციპალიტეტში - კი შუალედური საპარლამენტო არჩევნებიც. რეგიონებში წინასაარჩებნო კამპანიას ძირითადად მხოლოდ `ნაციონალური მოძრაობა~ აწარმოებს, არჩევნებში მონაწილე დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები არ აქტიურობენ.
`ჩვენი რაიონი დღეს უკეთესად გამოიყურება, ვიდრე 4 წლის წინ - გაუმჯობესებული გზებით, განათლების უკეთესი სისტემით და უფრო უსაფრთხო გარემოთი. რაიონებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება ერთი საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია. ეს არის დასაქმება და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამისათვის უნდა მოვიზიდოთ სახსრები ახალი საწარმოებისთვის, დავეხმაროთ მცირე მეწარმეებს და ფერმერებს ბიზნესის გაფართოებაში, დაუღალავად ვიშრომოთ, იმიტომ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია~, - ამ შინაარსის ბუკლეტები სახელისუფლებო პარტიის აგიტატორებმა კარდაკარ, კახეთის ყველა სოფელში დაარიგეს. სხვა საარჩევნო სუბიექტებს ბუკლეტები არ დაურიგებიათ, არც სარეკლამო აბრები აქვთ დაკავებული და არც აგიტატორებით აქტიურობენ. ოპოზიციური პარტიებიდან გამონაკლისი მხოლოდ `ეროვნული საბჭო~ იყო. ამ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ აქტივისტები კარდაკარ დადიოდნენ და პარტიის აგიტაციას ეწეოდნენ, თუმცა მათ დაპირებული ხელფასები არ გადაუხადეს და კამპანიაც შეწყდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტია საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებს ფინანსურ რესურსებს.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ ანგარიშის მიხედვით, კახეთში 2007-2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობა 21 შტატით გაიზარდა, შრომის ანაზღაურების თანხა კი 42 700 ლარით; გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას 3 შტატი დაემატა, თუმცა სახელფასო ფონდი 59 800 ლარით გაიზარდა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობას 86 შტატი დაემატა, ძირითადად ტერიტორიულ ორგანოებში, შრომის ანაზღაურება 99 500 ლარით გაიზარდა.
2010 წელს მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სოფლის რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებიც გაიზარდა. საშტატო რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც განხორციელდა, 2009 (არასაარჩევნო) წელს კი ამ კუთხით ზრდა, პრაქტიკულად არ ყოფილა.
`საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ თვითმმართველობაში საოფისე ხარჯები წინასაარჩევნო პერიოდში გაცილებით მეტია, ვიდრე არჩევნების შემდეგ. მაგალითად, ლაგოდეხში გამგეობის აპარატის საოფისე ხარჯები პირველ და მეორე კვარტალებში სულ 35 000 ლარია, ხოლო მესამე და მეოთხე კვარტალებში - 15 000 ლარი. ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოების საოფისე ხარჯები მეორე კვარტალში 20 000 ლარია, ხოლო დანარჩენებში ერთად - 20 ათასი ლარი~, - ამბობს `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი.
ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზიდან ასევე ირკვევა, რომ ზოგიერთი ღონისძიება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსდება, არჩევნების შემდეგ კი დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება. მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის ხარჯების 70% მარტ - ივნისში იხარჯება. ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 2 242 500 ლარიდან ამ თვეებზე 1 678 700 ლარი მოდის; ბინათმშენებლობის ხარჯები 62 500 ლარის ოდენობით, მხოლოდ მარტზეა გამოყოფილი; გარე განათების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები, 98 100 ლარის ოდენობით, მეტწილად მარტის თვეზეა გამოყოფილი. შემდეგ თვეებში ეს ხარჯები თვეში 10 000 ლარამდე მცირდება; სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი მარტ - აპრილში ფინანსდება, შესაბამისად, 31 200 და 23 100 ლარით. შემდეგ თვეებში ეს ხარჯები თვეში 5 ათას ლარამდე მცირდება; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების 58%, ანუ მთლიანი 300 500 ლარიდან 174 200 ლარი თებერვალ - მაისზე მოდის. შემდეგ თვეებში დაფინანსება მკვეთრად მცირდება; საგანმანათლებლო ღონისძიებების დიდი ნაწილი ასევე თებერვალ - მარტში ფინანსდება, შესაბამისად, 168 300 და 116 400 ლარით. შემდეგ თვეებზე ამ თანხების მხოლოდ მესამედი რჩება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის პირველ და მეორე კვარტალებში მთლიანად 222 300 ლარია გამოყოფილი, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 155 600 ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები პირველ და მეორე კვარტალებში ერთად 197 000 ლარია, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 92 500 ლარი; კულტურული ღონისძიებები, 17 000 ლარის ოდენობით, მხოლოდ პირველ და მეორე კვარტალებში ფინანსდება. მესამე და მეოთხე კვარტალებში მათი დაფინანსება საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
2007-2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დიდი ნაწილი მოკლევადიანი ან ერთჯერადი ხასიათისაა. მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 სხვადასხვა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ხორციელდება. ამდენივე განხორციელდა 2008 (საარჩევნო) წელს. 2007 და 2009 წლებში კი მხოლოდ 9 - 9 პროგრამა ხორციელდებოდა.
2010 წლის 1 მარტიდან თელავის მუნიციპალიტეტში ავტობუსით მგზავრობა უფასო გახდა, რისთვისაც 50 000 ლარია გამოყოფილი. წინა წელს ასეთი ან მსგავსი ინიციატივა არ განხორციელებულა. ამასთან, `საერთაშორისო გამჭვირვალობის~ ანგარიშის თანახმად, ტრანსპორტის ხარჯების დაფინანსება საერთოდ არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. ახმეტის მუნიციპალიტეტში ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯების დასაფარად 40 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებისათვის 60 000 ლარი; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის 10 000 ლარი; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისათვის 4 000 ლარი; 2007 - 2009 წლებში ასეთი ხარჯი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარებისათვის 3 600 ლარია გათვალისწინებული. 2007-2009 წლებში ასეთი დახმარება საერთოდ არ ფინანსდებოდა.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, 2010 წელს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში გაჩნდა არაერთი ისეთი ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ხარჯი, რომელიც 2007 - 2009 წლების და 2010 წლის თავდაპირველ ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ ყოფილა. მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2010 წლის 26 თებერვლის ცვლილებებით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება 297 000 ლარით დაფინანსდა. ამ პროგრამისთვის 2009 წელს 9 900 ლარი იყო გამოყოფილი. იმავე ცვლილებებით სპორტული მოედნების მოწყობისათვის 157 700 ლარი გამოიყო.
სტატიაზე მუშაობისას კახეთის რამდენიმე სოფელში 50-მდე ადამიანი გამოვკითხეთ. გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, არჩევნებში ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ. პრეზიდენტს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ჰყავს.

ფაუნას ამოფარებული წინასაარჩევნო შეხვედრა

გულო კოხოძე
სამცხე-ჯავახეთი

არჩევნები, გართობა, პრობლემები და ბოლოს ფაუნაც. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს, მხარის რწმუნებულ ლაშა ჭკადუასა და სტუდენტებს შორის,შეხვედრა, 13 მაისს, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის მეორე კორპუსში შედგა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მედია რელიზში ვკითხულობთ: `გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთს ეწვევა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის სტუდენტებს შეხვდება~.
`ხუთი წელი გავატარე სამცხე-ჯავახეთში და ძალიან ხშირად მქონდა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა. ეს ტრადიცია რომ არ დაირღვეს, ამიტომაც ვარ აქ~, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ტრადიცია უკვე დარღვეულია. `უნივერსიტეტის ერთგული მეგობარი~ არ ფლობს ინფორმაციას, რომ სამი წელია, თსუ ახალციხის ფილიალს სახელი შეეცვალა, თავდაპირველად სსიპ ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტი დაერქვა, ამჟამად კი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად იწოდება.
სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვერც გოგა ხაჩიძესთან შეხვედრებს იხსენებენ, გარდა ერთი შეხვედრისა, რომელიც უნივერსიტეტში ორი წლის წინათ, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ შედგა.
მედია რელიზში ვკითხულობთ: `მინისტრი, 100-მდე სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექციას წაიკითხავს~.
ამონარიდი შეხვედრიდან: `რატომ ჩამოვედი, რისთვის ჩამოვედი, მოგახსენებთ. ახლა რომ გითხრათ, იხტიო-ფაუნის განადგურების პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვედი-მეთქი, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ ასე არ არის. მინდოდა, შეგხვედროდით. არ მინდოდა, ჩამოსულიყავი და ნაპირსამაგრები მენახა. უბრალოდ, მინდა, ჩვენი ურთიერთობა არ გაწყდეს~, - განაცხადა მინისტრმა შეხვედრაზე(სტილი დაცულია).
შეხვედრა კითხვა-პასუხის პასუხის რეჟიმში უნდა წარმართულიყო, თუმცა თავიდანვე მონოლოგის რეჟიმში განვითარდა. გოგა ხაჩიძემ სტუდენტებს ის დაპირება გაახსენა, რომელიც ვერ შეუსრულა და დახმარებას ახლა დაჰპირდა: `ვერ გავაკეთე, ძაან მარტივი რაღაც ვერ გავაკეთე. ახლა გამახსენდა - ვერ გავერთეთ, უთხარი, რომ თანხებს ვიშოვი და გაერთეთ, დრო გაატარეთ - მეთქი, აპარატურას დაგეხმარებით-მეთქი, ეგეც კი ვერ მივაღწიე და დღემდე გულში მაქვს და ვერ გარეთნენ~ (სტილი დაცულია).
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მხრიდან იყო მოწოდებაც: `მინდა, უბრალოდ, მოგიწოდოთ, მნიშვნელოვანი რამეა არჩევნები, ყოველი არჩევნების შემდეგ რაღაც უკეთესდება, რაღაც ფორმაში ჯდება. მინდა, მოგიწოდოთ, მეტი ახალგაზრდა მივიდეს არჩევნებზე~.
`თქვენგან მინდა, გავიგო, რაში გამოგადგეთ~, - ეს იყო გოგა ხაჩიძის შეხვედრის მთავარი გზავნილი - `რაში დაგიდგეთ გვერდით, რა ამბავი ჩავუტანო სხვა მინისტრებს?! რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და შედგეს. რას დაგვავალებთ და რა გინდათ, შევცვალოთ~.
მინისტრის მხრიდან იყო დაპირებებიც: `იდეა გაჩნდა სახელდახელო - რაღაცნაირი სტუდენტი, რომ დაუშვათ ჩვენს ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე, დავპატიჟოთ და მთელი ტური ჩვენს თავზე ავიღოთ, საინტერესო იქნება~ (სტილი აქაც დაცულია).
რამდენიმე სიტყვა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც ითქვა.
სტუდენტი, თამარ სამსონიძე: `ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩამოსული ბავშვებისთვის საერთო საცხოვრებელი გაკეთდეს~.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის თქმით, ზემოთხსენებულ პრობლემაზე წერილი გაგზავნილია უნივერსიტეტს პრეზიდენტის სახელზე: `პრეზიდენტმა დააწერა ეკონომიკის სამინისტროს და რატომღაც გაჩერდა~.
როგორც აღმოჩნდა, წერილი სამხარეო ადმინისტრაციაში დევს.
`ჩემთან დევს ეს წერილი. ამ საკითხზე ვმუშაობთ, ველოდებით ქალაქის განვითარების გეგმას და ამის მიხედვით ახლო მომავალში გვეცოდინება, სად და როგორ განხორციელდება ეს პროექტი~, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა ლაშა ჭკადუამ.
გოგა ხაჩიძე სტუდენტებს დაპირდა, რომ პრაქტიკების პრობლემასაც მოაგვარებს: `სანამ შემიძლია, ეკონომიური ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, ვისაც სურვილი ექნება, ჩვენთან სტაჟირებაზე ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მივიღოთ~.
და ბოლოს: `ჯავახეთში იქნება დაცული ტერიტორიები, სადაც შეიძლება ნებისმიერი თქვენთაგანი დაკავდეს~, - განაცხადა მინისტრმა.
არჩევნებამდე 13 დღე რჩება. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კი 944 ამომრჩეველი სწავლობს.

წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდსა და ფოთში

ელისო ჯანაშია
პაატა ლაგვილავა
სამეგრელო

ერთ კვირაში გაირკვევა, ჩააბარებს თუ არა საქართველოს მორიგ ტესტს დემოკრატიაზე, თუმცა სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანია მაინცადამაინც დიდი ინტენსივობით არ მიმდინარეობს. მმართველი გუნდის გარდა, ზუგდიდში არც ერთი ოპოზიციური პარტიის პლკატი თუ ბილბორდი არ გამოკრულა. ფოთს მხოლოდ მხოლოდ თორთლაძის ბილბორდი ამშვენებს. ადგილობრივ ტელევიზიაში, რადიოსა და პრესის ფურცლებზე არც სარეკლამო რგოლი არ გამოჩენილა. ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილის მიაჩნია, რომ თბილისის მერს ან პრეზიდენტს ირჩევს, რაც იმ კამპანიის ფონზე, რაც სამეგრელოში მიმდინარეობს, საკმაოდ ლოგიკურია.

წინასაარჩევნო კამპანია ფოთში
--------------------

`ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა და დაიმედებული ვართ~, - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, კობა ცხადაიამ, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გააკეთა. `გაფრთხილებული მყავს ჩემები: ახლოს არ გაეკაროთ არავითარ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებას და სამუშაოს, რომ სალაპარაკო არ გახდეს. ამ არჩევნებში ოპოზიციის დასამარცხებლად, ჩვენ ეს არ გვჭირდება~, - ეს ზუგდიდში ნაციონალების საარჩევნო შტაბის უფროსის, პარლამენტის დეპუტატის, ლაშა დამენიას განმარტებაა, რომელიც მან `საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსთან~ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ამ ტიპის განცხადებებით პასუხობს მმართველი პარტია ოპონენტების ბრალდებებს ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ განმარტებების შინაარსს თუ ვერწმუნებით, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული `ნაციონალები~ მშვიდად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას და მოთმინებით ელიან 30 მაისს. რეალურად, ყველაფერი ამგვარად რომ არაა, მას `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ სისტემატური ანგარიშებიც ცხადყოფს. მმართველი პარტია, ყველა მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებით ცდილობს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისეთი ვითარება შექმნას, რომ მოგება დამაჯერებელი ანგარიშით იზეიმოს.
სწორედ იმ დღეს, როცა პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ასახელებდა, ფოთის საკრებულომ თავისი ოთხწლიანი მოღვაწეობის მიწურულს უკანასკნელი საბიუჯეტო ცვლილებები განახორციელა. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა რამდენიმე წინასწარდაუგეგმავი სოციალური პროგრამა, რაც პირდაპირ ითვლება ფინანსური რესურსების გამოყენებას. მით უმეტეს, რომ ცვლილებების მიმღები საკრებულოს 15 წევრიდან 8 `ნაცმოძრაობის~ პროპორციული სიით საკრებულოში მოსახვედრად ხელახლა იყრის კენჭს.
მასობრივი შვებულება?!------------------
წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ერთი, აქამდე ნაკლებად აპრობირებული, მაგრამ მასშტაბების გათვალისწინებით ეფექტური მანიპულაცია ჩაატარა: მიმდინარე წლის 1 აპრილს, მერის ნ139-144 ბრძანებების საფუძველზე, მართვის ტერიტორიული ორგანოებში შტატგარეშეთა რაოდენობა 12 ერთეულით გაზარდა. 23 აპრილიდან კი, შვებულებაში ერთდროულად გავიდა 28 საჯარო მოხელე, ამათგან 18 მართვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ან სპეციალისტია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი 30 სოფლის რწმუნებულიდან შვებულებაში წინასაარჩევნოდ 26 გავიდა, მათ მოვალეობას კი სოფლის რწმუნებულების მოადგილეები ასრულებენ.
ჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: თუკი სამსახურს იმდენად ჰქონდა კადრების დეფიციტი, რომ სამსახურში დამატებითი თანამშრომლები აიყვანა და მათ ხელფასი სიმწრით შეკოწიწებული ბიუჯეტიდან უნდა მისცეს, მაშინ როგორღა გაუშვა სულ რამდენიმე დღეში შვებულებაში ამდენი ადამიანი? (მაგ. მხოლოდ ცენტრის მუნიციპალიტეტში შვებულებაში ერთდროულად ოთხი ადამიანი); ან პირიქით, თუკი სამსახურს კადრების იმხელა რესურსი აქვს, რომ ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლის შვებულებაში გაშვება შეუძლია, მაშინ რისთვის სჭირდებოდა ახალი თანამშრომლების დამატება?
ანალოგიური მდგომარეობაა საკრებულოშიც, რომლის ძველი შემადგენლობიდან 8 დეპუტატი ხელახლა იყრის კენჭს. საკრებულოს აპარატიდან შვებულებაში შვიდი ადამიანი იმყოფება, ამათგან ოთხს ანაზღაურებული შვებულების დასრულების დღიდანვე უფასო შვებულება აქვთ აღებული.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს~ წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, ეს პრაქტიკა წარმატებითაა დანერგილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ხელოვნურადაა ამ უწყებებში შტატები გაბერილი~, - თუკი თვითმმართველობას შეუძლია, ერთდროულად ორ ათეულზე მეტი თანამშრომელი გაუშვას შვებულებაში, ამათგან ზოგი თვეზე მეტი ხნითაც გამოდის, რომ ეს ადამიანები ამ სამსახურებში ისედაც ზედმეტები არიან, შტატები გაბერილია და ეს ადგილობრივ ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება~, - აცხადებს ხატისკაცი.

ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა
----------------------------

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან ქუჩა-ქუჩა და უბან-უბან შეხვედრების მიზანი, ერთის მხრივ, მოსახლეობის პრობლემების ადგილზე მოსმენაა (რაც, სხვათა შორის, არასაარჩევნო პერიოდშიც აუცილებელია), მეორეს მხრივ, კანდიდატების წარდგენისა და დაპირებების უხვად გაცემის ეფექტური საშუალებაა. ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის ნაწილიც საკრებულოში მოსახვედრად იბრძვის, მეორე ნაწილი კი, რომელსაც ამაში შვებულებაში გასული ან გაუსვლელი ეხმარება, ამომრჩევლის გულის მოსაგებად ასეთ ხერხს მიმართავს. მაგალითად, ბოლო პერიოდში მომრავლდა ფოთის ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერება, ორმოების ამოვსება და პოპულარული სპორტული მოედნების მოწყობა ისე, რომ არც ერთი ასეთი ობიექტი ან მომსახურება ბიუჯეტში წინანსწარ გათვალისწიებული არ არის. გამომდინარე იქედან, რომ მმართველი პარტია ყველა რესურსის_ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსურის თუ ხისტის გამოყენების უპირატესობას ფლობს, სწორედ მას მიუწვდება ხელი მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელბაზე, რაც ამომრჩეველზე გავლენის მოხდენაში ეხმარება. ბოლო დროს ამ ყველაფერმა საკმაოდ უცნაური სახე მიიღო - დაწყებული საქმის შემდეგ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის არჩევის შემთხვევაში, ისინი დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. მაგალითად, კაკულიას და ნუცუბიძის ქუჩებზე ე.წ. `ხრეში~ დაყარეს და გაასწორეს, სვანეთის ქუჩაზე კი მხოლოდ დაყარეს, რის შემდეგაც მოსახლეობამ დაპირება მიიღო, რომ ნაციონალების არჩევის შემთხვევაში, დარჩენილი სამუშაოც შესრულდება_ერთგან ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო მეორეგან დაგრეიდერდება. ასევე მოხდა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში სპორტული მოედნის მშენებლობის დაპირება ამომრჩეველმა `ნაცმოძრაობის~ მაჟორიტარი კანდიდატისგან მიიღო, სამუშაო ნაწილი შესრულდა და მიწა მოასწორეს, ამის შემდეგ კი მოსახლეობას განუმარტეს, რომ დროებით თანხები არ ყოფნით და დანარჩენს საკრებულოში არჩევის შემდეგ დაასრულებდნენ.
წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი ოპოზიცია დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პოლიტიკური სუბიექტების არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს. რამდენიმე დღის წინ, სატელეფონო მუქარა განხორციელდა ზუგდიდის საოლქო კომისიის ოპოზიციონერ წევრ, კონსერვატორ მამუკა აბულაძეზე. მას ფარული ნომრიდან უცნობმა პიროვნებამ დაურეკა. ფარული ნომრის იდენტიფიცირება აბულაძემ ოპერატორი ქსელის ოფისში ვერ მოახერხა. `უცნობმა პიროვნებამ გამაფრთხილა, ხომ იცი, ადგილობრივი არჩევნები ტარდება და თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ხელისუფლებას სჭირდება, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნითო. ვკითხე, თუ ვინ იყო და რომელი უწყებიდან მირეკავდა, მან კი მიპასუხა, რომ ეს ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო არ იყო და თუ გონს არ მოვეგებოდი, ყველაფერს ჩემს თავზე ვიწვნევდი. უცნობი მიმეორებდა, რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ხელისუფლებას აწყობდა~, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის კონსერვატორმა წევრმა მამუკა აბულაძემ. აბულაძემ მომხდარის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აცნობა, თუმცა სამართალდამცავი უწყებებისათვის არ მიუმართავს, რასაც პოლიციისადმი უნდობლობით ხსნის.
გარდა ამ ფაქტისა, ზუგდიდში ადმინისტრაციული რესურსის განუსაზღვრელად გამოყენების ფაქტებზეც საუბრობენ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ნაციონალების ოდიშის მაჟორიტარობის კანდიდატმა, პაპუნა ჯიჭონაიამ, სოფელ ოდიშის ერთ-ერთ უბანში, გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი ტრაქტორები მიიყვანა და მოსახლეობას მიწა დაუხნა, ამ ფაქტს `სამართლიან საქართველოში~ ეხმაურებიან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევენ. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსს ლაშა დამენია ტრაქტორების შესახებ კონკრეტულულ ინფორმაციას არ ფლობს: - `ახლა მოხვნის სეზონია, შემოდგომაზე არავინ ხნავს. კანდიდატს ეს არ გაუკეთებია, ალბათ, იდგა იქ, სადაც ხნავდნენ. მასაც აქვს მიწა, რომელიც უნდა მოეხნა. მის მაგივრად, იქ ნებისმიერ სხვა კანდიდატს შეუძლია დადგომა. ჩვენ არჩევნების გამო ვერ შევაჩერებთ მშენებლობებს, ვერ გამოვრთავთ შუქს და ამ სამი თვის განმავლობაში მმართველი გუნდი უძრავად ვერ იქნება~, - აცხადებს დამენია.
ოპოზიციის მხრიდან ასევე გაისმის ბრალდება სოფლებში კანდიდატების მიერ მედიკამენტების დარიგების თაობაზე. ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომრის ლევან კონჯარიას მიერ, ნაციონალური მოძრაობის ეგიდით, ზუგდიდის 7 სოფელში წამლები დარიგდა: `ეს მაშინ, მოხდა, როცა ლევანი კანდიდატად წარდგენილი არ იყო. პარტიამ მისწერა `ავერსს~ და `პე-ეს-სეს~, მათ გამოგვიყვეს წამლები და პარტიის ეგიდით დავარიგეთ სოფლებში. როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვიდა და დაასახელა ლევანი კანდიდატად, მას შემდეგ ეს არ მომხდარა~.
კონჯარიამ ნაცმოძრაობასთან და ზუგდიდის გამგეობასთან ერთად მედიკამენტები 30 მარტის, ანუ საარჩევნოკამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაარიგა. `ლევანი მაშინ კანდიდატი არ იყო~, - ამ ბრალდებას დამენია ასე პასუხობს. მართალია, ლევან კონჯარია კანდიდატად წარდგენილი არ იყო, მაგრამ წამლებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტი - ნაციონალური მოძრაობა არიგებდა - რაზეც დამენია შემდეგნაირად გვპასუხობს: `ნაცმოძრაობის ეგიდით იყო, მაგრამ ლევანი არიგებდა. როგორც კი მორჩება არჩევნები, ისევ დავიწყებთ წამლების დარიგებას. რადგან ამით ვცდილობთ, სოფელში მცხოვრებ იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვინც ვერ ახერხებს წამლების შეძენას~.
`ალიანსის~ ზუგდიდის ოფისის პრეს-სამსახურის უფროსი, მაია ღურწკაია ამბობს, რომ, ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებში გახდა ცნობილი, რომ ლევან კონჯარია ნაციონალების პირველი ნომერი იქნებოდა. `იქიდან მოყოლებული ამ ადამიანს მუდმივად აპიარებდნენ. წამლების დარიგება იქნებოდა ეს თუ სხვა ღონისძიებები, ყველგან ლევან კონჯარია ჩანდა~.
კიდევ ერთ დარღვევასა და სოფლის რწმუნებულების საარჩევნო აგიტაციაში ჩართულობაზე საუბრობს `ეროვნული საბჭოს~ მესამე ნომერი, კონსერვატორი, შამგონას მაჟორიტარობის კანდიდატი დემნა ხუბუა. ხუბუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შამგონას სოფლის რწმუნებული გოჩა შენგელია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაყვება და მის რეკლამირებას უკეთებს, - `ხალხს ეუბნებიან, რომ სკოლას სოფლის მაჟორიტარი ააშენებს. გზის მოხრეშვას ახდენენ, მინი ფეხბურთის სტადიონს აშენებენ და ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს შამგონას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ღურწკაია აკეთებს და ამიტომაც ხმა უნდა მისცეთო~.
ოპოზიციის ამ ბრალდებებსაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ უპასუხა: `შვებულებაში გასულ მოხელეს კანონმდებლობა არ უკრძალავს, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება შამგონას სოფლის რწმუნებულს, მას განცხადება დაწერილი აქვს და შვებულებაშია. ასე, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს~. კონსერვატორი დემნა ხუბუა ამბობს, რომ მასობრივად ყველას შვებულებაში გაშვება არჩევნების აბუჩად აგდება და ოპოზიციის არათანაბარ პირობაბში ჩაყენებაა. `სოფლის რწმუნებული თუ მოხსნილია ან შვებულებაშია, რა ესაქმება ყოველდღე სოფლის გამგეობის შენობაში? თუ შვებულებაშია, იქ არც უნდა იყოს და ადმინისტრაციული შენობა არ უნდა გამოიყენოს~, - ამბობს კონსერვატორი დემნა ხუბუა.
მოკლედ, 30 მაისის, არჩევნების შედეგებით გაირკვევა, თუ რამდენად მოახდენს გავლენას მსგავსი, ერთი შეხედვით, `უწყინარი~ და კანონის ჩარჩოებში ჩატეული წანასაარჩევნო კამპანია მოსახლეობაზე.

ქუთაისში პატიმრის მამა გააპოლიტიკურეს

ფრიდონ კერვალიშვილი, იმერეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთანერთად, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა იმერეთშიც მატულობს.იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის 11 რაიონში, ცალ-ცალკეაღებული, ყველგან ქუთაისზე მეტი მაჟორიტარი აირჩევა (ზოგანორჯერ მეტიც), იქაური ადგილობრივი პოლიტიკა უპირატესად პიროვნულფაქტორზეა აგებული. აქ ყველა თემს თავისი `გიგი უგულავა~ ჰყავს,თუმცა ისიც სათქმელია, რომ თუ მმართველი პარტიის კანდიდატსოპოზიციონერთაგან ვინმემ თორნესთან მისვლა მიასწრო და შიგჩაიჭყიტა, არჩევნებში მოგება თითქმის გარანტირებული აქვს.
იმის დასაზუსტებლად, პოტენციური ამომრჩეველი მთლად კარგადრომ ვერაა ინფორმირებული, ზემო იმერეთის მაღალმთიან სოფლებშიასვლა სულაც არ გახდა საჭირო. ელექტრონული მედიის ფართო მასებზე`მავნე~ ზემოქმედების დოზის დასადგენად `რეგიონის არჩევანმა~თერჯოლის (სიმონეთი, ბარდუბანი, ძევრი), წყალტუბოს (გუმბრა,რიონი, პატრიკეთი, გეგუთი), სამტრედიისა (კულაში, იანეთი) დატყიბულის (კურსები, ორპირი) 100 ამომრჩეველი გამოკითხა (18-დან40 წლამდე 40 ამომრჩეველი, 41-60 წლისა - 40, ხოლო 61 წელსზემოთ - 20). კითხვარში შეტანილი გვქონდა სამი კითხვა: 1. რაარჩევნები ტარდება? 2. როდის ტარდება იგი და 3. ვის ირჩევთ?
პირველ კითხვაზე სწორი პასუხი 82-მა რესპონდენტმა გასცა.დანარჩენთაგან ყველაზე `პოპულარული~ გახლდათ `მერის არჩევნები~(15), რომლის დაკონკრეტება მესამე კითხვისას მოხდა და ყველაერთხმად გიგი უგულავას ირჩევდა. მეორე კითხვაზე სწორი პასუხისმცოდნე თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (97) გახლდათ. რაცშეეხება მესამე კითხვას, აქ პირველში შემცდარ ამომრჩეველს სამიცდაემატა და სულ 18-მა გამოკითხულმა ისურვა, რომ 30 მაისსსაარჩევნო უბანში მისულმა აუცილებლად უგულავა უნდა აირჩიოსსაკუთარი თემის დეპუტატად.
იმერეთის რაიონებიდან `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ყველაზე დიდი კონკურენცია სამტრედიაში ელის. აქ `ალიანსისაქართველოსთვის~ ლიდერი ჟურნალისტი იმედა გოგავა გახლავთ,რომელიც რესპუბლიკელების რაიონული ორგანიზაციისხელმძღვანელიცაა. იმის გარდა, რომ `ალიანსელებმა~ იგი პარტიულისიის პირველ ნომრად დაასახელეს, მას დაბა კულაშის მაჟორიტარობაცდაეკისრა.
წყალტუბოში, როგორც თავად მმართველი პარტიის აქტივისტებიაცხადებენ, `სიმშვიდის~ დარღვევა ქრისტიან-დემოკრატიულიმოძრაობის რჩეულებს თუ შეეძლებათ. აქ კვლავ `ნაციონალთა~პარტიული სიის მეწინავეა და ქალაქ წყალტუბოს მაჟორიტარადაცკენჭს იყრის ბოლო მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკასაღარეიშვილი. სიის მეორე ნომერი გახლავთ რაიონის ყოფილიგამგებელი მამუკა თევზაძე, რომელსაც რა უნდა მოხდეს, რომ იგივეთანამდებობაზე საკრებულოს წევრებს (წყალტუბოში პროპორციულისისტემით პარტიული სიებიდან 10 თვითმმართველი აირჩევა,მაჟორიტარული პრინციპით კი - 17) შორის არჩევაში ხელი შეეშალოს.
რეგიონის მთავარ ქალაქს რაც შეეხება, აქ პლაკატომანიისპირველი `მსხვერპლი~ რესპუბლიკური პარტიის იმერეთისორგანიზაციის ლიდერი ვლადიმერ ნაკაშიძე გახდა. იგი ქუთაისშინიკეას მაჟორიტარულ ოლქში `ალიანსის~ კანდიდატია.
`ნებადართულ ადგილებში ჩემი პლაკატების გაკვრა საღამოს 11საათზე დავამთავრეთ. იმ უბანში მთელი ღამით გამოირთო დენი დადილით ერთის გარდა, ყველა პლაკატი ჩამოხეული დაგვხვდა. ის ერთიცპოლიციის განყოფილებასთან, სადაც შუქი სულ ანთია. ძალიანგულმოდგინედ უმუშავიათ, თან სპეციალური ტექნიკა აქვთგამოყენებული - აბა, ჩვენს მიერ 12 საათში კიბის დახმარებითგაკრული პლაკატები, 4-5 საათში და ისიც სიბნელეში, როგორჩამოხსნეს~, - აცხადებს ნაკაშიძე.
`ალიანსი საქართველოს~ ქუთაისის ბიუროში გვაცნობეს ჯერკიდევ ეუთოს წარმომადგენელთათვის შეუტყობინებელი ფაქტისთაობაზე. 35-ე საარჩევნო უბნის (სულ ქუთაისში 126 უბანია)კომისიის წევრს ჯემალ ძოწენიძეს უარი ათქმევინეს მოვალეობისშესრულებაზე. ჯერ `ალიანსელები~ ვერ აკონკრეტებენ, ვინ იყოკომისიის `რესპუბლიკელ~ წევრზე ზეწოლის ინიციატორი, მაგრამცნობილია მოტივი, რის გამოც მან `დროებით~ უარი თქვა პოლიტიკაშიყოფნაზე - ძოწენიძის შვილი პატიმარია და იგი სასჯელს რუსთავისშესაბამის დაწესებულებაში იხდის. მას შვილის ქუთაისშიგადმოყვანას დაჰპირებიან და მანაც შეპირების საფასურად იმ დროსთქვა უარი, როცა ახალი წევრით ჩანაცვლება კანონით აკრძალულია.

სკანდალური ღამის დეტალები

და წალდით ჩამოხეული პლაკატები გურიაში

გიორგი გირკელიძე
გურია

13 მაისს, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ავთანდილ მექვაბიშვილმა პრესკონფერენციაზე გვამცნო, რომ `სამართლიანი საქართველოსთვის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ნაცვალაძე `ნაცმოძრაობის~ ახალგაზრდული ფრთის წევრებს ხელს უშლის პლაკატების გაკვრაში.
თავად ლელა ნაცვალაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა ნაციონალებისგან მისი სახლის წინ პლაკატების გაკვრა პროვოკაცია იყო.
ავთანდილ მექვაბიშვილი: `კანონის შესაბამისად `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ახალგაზრდულმა ფრთამ დაიწყო ჩვენი პარტიის და კანდიდატების პლაკატების გაკვრა, თანაც, ღამის საათებში, რომ მოსახლეობა არ შეეწუხებინათ. ჩვენ კანონის ფარგლებში იმ ადგილებში ვახდენთ პლაკატების გამომზეურებას, სადაც ამის უფლება გვაქვს.
ოთხშაბათს, ღამით, ჩვენს მიერ გაკრული პლაკატები `ეროვნული საბჭოს~ ერთ-ერთმა ლიდერმა ლელა ნაცვალაძემ ჩამოხია. იგი დაყვებოდა ახალგაზრდებს და პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევდა. ეს არ იკმარა და აქტივისტებს დაემუქრა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიჭერდნენ. იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რასაც ეს ქალბატონი გაიძახოდა, იგინებოდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა ახალგაზრდული ფრთის წევრებს. სხვადასხვა შეხვედრებზე გვივარდება და სურს, რომ პროვოკაციებზე წამოგვაგოს, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სპეციალური გეგმის მიხედვით მუშაობს, ასეთი ქმედებები, რაც ლელა ნაცვალაძეს ახასიათებს, ქალბატონისთვის მიუღებელია.
მან წალდით ჩამოხია ჩვენი პლაკატები, ეს კი კანონდარღვევაა.
ჩვენ აუცილებლად დავდებთ იმ მასალებს, რომელიც ჩემს ნათქვამს დაადასტურებს. ჩვენმა აქტივისტებმა მოახერხეს და გადაიღეს, თუ რა დღეში იყო ქალბატონი ნაცვალაძე. დროა, ამ ადამიანმა პასუხი აგოს, იგი ძალიან უხეშად, ცინიზმით მოქმედებს. მინდა, ეს ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, დაფიქსირდეს პრესაში, გაიგონარასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ნაცვალაძეს კი, ვურჩევ, ნუ ხულიგნობს და დაიცვას საარჩევნო კოდექსი~.
- ბატონო ავთანდილ, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენმა აქტივისტებმა ნაცვალაძეს სახლის წინ გაუკრეს პლაკატები.
- ვიცი, რომ ბოძზე იყო გაკრული ჩვენი პლაკატი, ეს ის ადგილია, სადაც შეიძლება საარჩევნოდ პლაკატების გაკვრა.
- რას აპირებს ამ ფაქტთან დაკავშირებით `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა!~
- ჩვენ დავფიქრდებით ამ თემაზე, ნ60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას მივმართავთ, რომ დაიცვას ჩვენი უფლებები.
ლელა ნაცვალაძე: `უკვე კარგა ხანია, დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ხელისუფლება გამალებით მუშაობს. `ნაციონალებმა~ უკვე დაიწყეს პლაკატების გაკვრა, სწორედ პლაკატებს ეხება დღევანდელი ჩემი პრესკონფერენცია. მინდა, ვთქვა, რომ რასაც დღეს ახალგაზრდა ნაციონალები აკეთებენ, ეს არის ცინიზმი.
13 მაისს ღამის პირველ საათზე, როცა სახლში დავბრუნდი, აღმაშენებლის ქუჩაზე, ჭიშკართან დამხვდნენ განრისხებული მეზობლები, მათ ხელში ნაციონალების მიერ დახეული პლაკატები ეჭირათ. ისინი საყვედურს გამოთქვამდნენ ნაციონალების აქტივისტების მისამართით, რომლებიც უბნის ახალგაზრდებს ემუქრებოდნენ. პლაკატებს სინათლის ბოძებსა თუ კერძო საკუთრების ჯიხურებზე აკრავდნენ, დიახ, გარდა კანონით მინიჭებული ტერიტორიებისა, აქტივისტები პლაკატებს აკრავდნენ მოსახლის კერძო საკუთრებაზე, რითაც დაარღვიეს კანონი. მეც გავიზიარე ჩემი და ჩემი მეზობლების გულისწყრომა და ჩემი ხელით ჩამოვხსენი `ძვირფასი~ პლაკატი. პროვოკაცია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაგეგმა მმართველმა პარტიამ ავთანდილ მექვაბიშვილის დირიჟორობით და განახორციელეს თბილისიდან ჩამოსულმა ხელის ბიჭებმა აკაკი სტურუას ხელმძღვანელობით, ჩამოხსნილი პლაკატები კვლავ გააკრეს, ხელმეორედ ჩამოვხსენი, ისინი კი ვიდეოკამერებით აფიქსირებდნენ ამ ფაქტს. როდესაც პლაკატები ჩამოვხსენი, გუბერნიის ნივიდან მიღებდნენ სურათებს, ისინი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდნენ, ეს ხომ კანონდარღვევაა?!
როცა ნაცმოძრაობა ავტორიტეტებზე საუბრობს, მათი ავტორიტეტი ილახება მსგავსი ხელის ბიჭების უგუნური ქმედებით, მე არაფრის არ მეშინია და ვაფრთხილებ უბედურ ვითომნაციონალებს. ომი გამომიცხადეთ? ვიღებ გამოწვევას, ყველა თქვენს საქციელს ადეკვატურად ვუპასუხებ!
- ცნობილია, რომ თქვენ სხვა უბნებზეც იყავით.
- მე მხოლოდ ჩემს ჭიშკართან ვიდექი და იქ ვმოქმედებდი.
- ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, რომ მათ შეხვედრებზე უვარდებით და პროვოკაციებს უწყობთ.
- მექვაბიშვილი მსოფლიო დონის პროვოკატორი და დემაგოგია, სწორედ ამ საქციელით მოვიდა აქამდე, დამისახელეთ ერთი მისი მეგობარი ან გულშემატკივარი მისი ოჯახის გარდა. იგი კარგი შემსრულებელია, მაგრამ ბოლოს მარტო დარჩება.
`საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაში შედის და, რა თქმა უნდა, საარჩევნო სუბიექტებს შორის კონკურენციული დუღილის ტემპერატურა უფრო იმატებს. ამომრჩევლებისთვის, ანუ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო შეჯიბრებითობა წარიმართოს კანონიერების ფარგლებში და ერთხელ და სამუდამოდ გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი, სამართლიანობისა და სანდოობის თვალსაზრისით. თუმცაღა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო სტარტი არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის, რასაც ცხადყოფს ცალკეული ფაქტები სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, უბრალოდ, მთავარია, განვსაზღვროთ თუ რამდენად მოახდენს ეს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
`არათანაბარ პირობებში იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსების, მათ შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ან კიდევ, საჯარო მატერიალური რესურსების აქტიური გამოყენება, რასაც უნდა დაუპირისპირდეს სხვა პოლიტიკური ოპონენტების კანონისმიერ ფარგლებში განსაზღვრული ქმედებები, რაც ეხება დარღვევათა ფაქტების ზუსტ დაფიქსირებას, ინფორმაციის გავრცელებასა და შესაბამის ინსტანციებში გასაჩივრებას. ეს უფრო მეტი ეფექტის მომტანია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, ვიდრე ხისტი მოქმედება და გამაღიზიანებელი დაპირისპირება, რომელიც შესაძლებელია კანონის ჩარჩოებიდან გამოვიდეს.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, საარჩევნო პლაკატების, ან კიდევ სააგიტაციო მასალების კერძო საკუთრების შენობა ნაგებობებზე ან სხვა კერძო ობიექტებზე გამოფენის დროს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აუცილებელია ამ ობიექტების მესაკუთრეების ან კიდევ მათი მფლობელების თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვეულია ორგანული კანონის - `საქართველოს საარჩევნო კოდექსის~ 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ასეთ დროს პლაკატების `ბედი~ უკვე დამოკიდებული იქნება ობიექტის მესაკუთრის ნება-სურვილზე, ხოლო თუ კი პლაკატები გაკრულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მაშინ დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება~, - გვითხრა ხინთიბიძემ.

`სასურველია, საოლქო საარჩევნო კომისიებმა დაცალონ სახელმწიფო შენობები~

საბა წიწიკაშვილი
შიდა ქართლი

შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ყველა საოლქო საარჩევნო კომისია სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს საშუალება აქვთ, სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს დღის ნებისმიერ დროს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან, რადგან გამგეობებს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ერთი საერთო შესასვლელი აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ჩინოვნიკებთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენა სთხოვა.
საქმე ისაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გორში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს შეხვდა. ხარატიშვილმა საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა, ხოლო პოლიტიკური პარტიების სუბიექტებისგან წინადადებები და სხვადასხვა დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
`თავი ავარიდოთ ისეთ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი აქამდე ჰქონდა. ფიზიკური ხელყოფის საკითხები, რასაკვირველია, სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებს, აუცილებლად იაქტიურეთ მის აღმოსაფხვრელად და გამოსავლენად. თქვენ თუ ოდნავ მაინც შეხვდებით რაიმე ფაქტს, ეცადეთ, რომ დაფიქსირდეს და არ მოიშოროთ თავიდან საჩივრის დამწერი. ასეთი გადაცდომები ერთად შევისწავლოთ და ამით არჩევნების მიმართ ნდობა გაიზრდება~, - უთხრა ზურაბ ხარატიშვილმა საზოგადოებას გორში.
ხარატიშვილმა კომისიის თავმჯდომარეებს და წევრებს მედიასთან მიმართებაში მაქსიმალური ყურადღების მიქცევა ურჩია. `არ არის აუცილებელი, ჟურნალისტმა შეგაწუხოთ. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომ ესა თუ ის ინფორმაცია მნიშვნელოვანია მედიისადა საზოგადოებისთვის, თქვენ თავადვე უნდა შეაწუხოთ ჟურნალისტები და საკუთარი ინიციატივითვე მისცეთ ინფორმაცია~, - დაამატა ცესკოს თავმჯდომარემ.
სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ შენობებში მოთავსებულ საოლქო საარჩევნო კომისიების ოთახებზე. `სასურველია, მოძებნოთ ახალი შენობები, ჩააყენოთ საქმის კურსში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შესაბამისი ფართობი გამოიძებნოს~, - ზურაბ ხარატიშვილის ამ რჩევას რამდენიმე საარჩევნო კომისიის წევრის ხმადაბალი რეპლიკა მოჰყვა - `კანონი არ გვიკრძალავს~, რის საპასუხოდაც ზურაბ ხარატიშვილმა განმარტა:
`ვიცი, რომ რამდენიმეგან ადმინისტრაციულ შენობაში მოთავსებულ სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს და საოლქო საარჩევნო კომისიებს ერთი საერთო შესასვლელი აქვს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კომისიის წევრებს, ნებით თუ უნებლიეთ, ჩინოვნიკებთან შეხვედრები ექნებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად ან საერთოდ არ იკონტაქტოთ მათთან. შენობებთან დაკავშირებით კი სასურველია ახალი შენობა მოძებნოთ~, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, ახალ შენობაში გადასვლა ვერ მოხერხდება. `მომდევნო არჩევნებისთვის კი დარწმუნებული ვარ, უკვე ახალ შენობაში ვიქნებით. ფიზიკურად მიმდინარე ეტაპზე ვერ მოვასწრებთ~, - გვითხრა ხორბალაძემ.
ცესკოს თავმჯდომარემ ადგილობრივ საარჩევნო კომისიების წევრებს ურჩია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ყურადღება მიაქციონ. განსაკუთრებით თუ ეს ეხება ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გათვალისწინებული არ იყო.
რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით რაზმაძემ, რომელიც გორის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს ადგილობრივ თვოთმმართველობის არჩევნებში, `ალიანსი საქართველოს~ სახელით, განაცხადა, რომ საარჩევნო გარემო საკმაოდ მძიმეა შიდა ქართლში.
`ჩვენ გასულ არჩევნებზე საკმაოდ აქტიურად ვიყავით ჩართული საარჩევნო პროცესში და მაქსიმალურად ვეცადეთ, გაგვეკონტროლებინა მდგომარეობა. ჩვენი წევრი, რომელიც კარალეთის უბანზე გვყავდა მივლენილი, საკუთარი სახლის წინ სცემეს, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში. ნიღბიანი ადამიანებს ხელში კასტეტები და იარაღი ეჭირათ. ახალი გამოსული იყო ჩვენი ოფისიდან მას შემდეგ,რაც კუთვნილი ხელფასი აიღო. როგორც ჩანს, ოფისიდან აედევნენ, რადგან ცემის დროს უთხრეს, რომ როდემდე გეყოფა ეგ თანხაო. ამ ბავშვმა მანამდე სასამართლო პროცესზე ხელი დაადო იმ ადამიანს, რომელმაც არჩევნები გააყალბა სოფელ კარალეთში; რომელმაც ბიულეტენები ჩაყარა საარჩევნო ყუთში... სასამართლო პროცესზე ხელი დაადო იმ პიროვნებას. ეს პიროვნება ადგა სასამართლო პროცესიდან და გარეთ გავიდა. ეს რომ სხვა გააკეთოს, ხომ წარმოუდგენელია? დღეს ეს ადამიანი კარალეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. მისი სახელი და გვარია სანდრო (ალექსანდრე) მეზვრიშვილი~, - განაცხადა დავით რაზმაძემ.
დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 60-60 ლარს არიგებს თავის კაბინეტში.
რაზმაძის ინფორმაციას კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რეაქცია მოჰყვა. `მე ვხვდები, ვისი ინფორმაცია იქნება ეგ. ეგ არის ხათუნა თათანაშვილის ინფორმაცია. მან ჯერ კიდევ წინა არჩევნებში შეცდომაში შეიყვანა მთელი საქართველო, როდესაც მისმა პარტიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კასპის საოლქო საარჩევნო კომისია დაკეტილი იყო. მე პირადად ოთახში ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, ასეთი ინფორმაცია გადის ეთერშიო. არა და იმ დროს ოთახში ვიყავი~, - განაცხადა კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
`საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს~ - შიდა ქართლის კოორდინატორმა კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დააკონკრეტებინა ის ფაქტი, თუ რა შენობაში მდებარეობს მათი კომისია. კასპის საარჩევნო კომისიაც გამგეობის შენობაში მდებარეობს. ჩვენ `ალიანსი საქართველოს~ კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ხათუნა თათანაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოთახში 60-60 ლარის დარიგების ფაქტი. `ის ადამიანები, ვინც 60 ლარს იღებს, მზად იყვნენ, აღნიშნული ფაქტი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თანდასწრებით ეთქვათ, თუმცა ხარატიშვილმა მათ გარანატია ვერ მისცა და, შესაბამისად, საჯაროდ ამის თქმა ვეღარ მოახერხეს~, - გვითხრა ხათუნა თათანაშვილმა.

Friday, May 7, 2010

ადმინისტრაციული რესურსები წინასაარჩევნო კამპანიისთვის

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მუნიციპალურბიუჯეტებში არა ერთი ცვლილება შევიდა. ძირითადად, სოციალურიპაკეტი და ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები გაიზარდა.სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამებისგანხორციელებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურადმონაწილეობენ. ამასთან, ამომრჩევლების გულის მოსაგებადმთავრობამ პარლამენტში ამნისტიების გამოცხადებასთანდაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტი შეიტანა.
ცვლილებები განხორციელდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისბიუჯეტში. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისსახურავების შესაკეთებლად გამგეობამ 297 000 ლარი გამოყო.მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლევან ბაღაშვილის განცხადებით,მუნიციპალიტეტში მდებარე 20-ზე მეტი მრავალსართულიანისაცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანებულია და თანხამოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყო. დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სხვა ცვლილებებიცგანხორციელდა.
ბიუჯეტს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რეგიონებშიგანსახორციებელი პროექტების ფონდიდან თანხა დაემატა, საიდანაცგზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 46 200 ლარი, წყალსადენისისტემის რეაბილიტაციაზე 298 - 100 ლარი, ურბანული ტერიტორიისკეთილმოწყობაზე - 89 900 ლარი, საკანალიზაციო სისტემებზე დასანიაღვრე არხების აღდგენაზე - 46 000 ლარი, მინი-სპორტულიმოედნების მოწყობაზე - 157 000 ლარი. ამასთან, მარტში,გერმანიის ტექნიკური თანამშრომშრომლობის ორგანიზაციის მიერ,პროექტით მიმდინარე სამუშაოებისთვის ბიუჯეტში გადაირიცხა 90 000ლარი, ხოლო სარეზერვო ფონდიდან 6500 ლარი დაემატა გზებისსარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამგეობის საზოგადოებასთანურთიერთობის ხელმძღვანელის ანა ბენაშვილის ცნობით, ცვლილებებისპეცტრანსფერებით არის განპირობებული.
ცვლილებები შევიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც.გაიზარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევეინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები.
ოფიციალური მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტისგამგეობის ხარჯები განისაზღვრა 966.5 ათასი ლარით, ნაცვლად944.3 ათასი ლარისა; გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულიორგანოების, ე.წ. სოფლის გამგებლების ხარჯები განისაზღვრა 333.4ათასი ლარით, ნაცვლად 325.6 ათასი ლარისა; ინფრასტრუქტურისმშენებლობა, რებილიტაცია და ექსპლუატაცია განისაზღვრა 4 394.4ათასი ლარით, ნაცვლად 2 778.3 ათასი ლარისა; ადგილობრივიმნიშვნელობის (საავტომობილო) გზების მშენებლობა, რეკონსტრუქციადა ექსპლუატაციის ხარჯები განისაზღვრა 1 041.0 ათასი ლარით,ნაცვლად 646.3 ათასი ლარისა; სოფლის მეურნეობა, მათ შორისსარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა,რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯები განისაზღვრა 79.0 ათასილარით, ნაცვლად 60.0 ათასი ლარისა; სასმელი წყლით მომარაგებადაფინანსდა 902.6 ათასი ლარით, ნაცვლად 877.6 ათასი ლარისა;საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა -რეაბილიტაციის ღონისძიებები დაფინანსდა 156.5 ათასი ლარით,ნაცვლად 78.9 ათასი ლარისა; ბინათმშენებლობა განისაზღვრა 938.3ათსი ლარით, ნაცვლად 855.0 ათსი ლარისა; სასაფლაოების მოვლაპატრონობის ხარჯი დაფინანსდა 43.8 ათასი ლარით, ნაცვლად 20.0ათასი ლარისა; სკოლამდელი აღზრდის ხარჯი დაფინანსდა 795.2 ათასილარით, ნაცვლად 776.8 ათასი ლარისა. გაიზარდა ტელე-რადიომაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობის დაფინანსებაც და68.9 ათასი ლარის ნაცვლად 70.0 ათასი ლარით განისაზღვრა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელთან შედარებით, 2010 წელსგურჯაანის მუნიციპალურ ბიუჯეტში სოციალური პაკეტის დაფინანსება70 000 ლარით გაიზარდა და 190 000 ლარით არის განსაზღვრული.2009 წელს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის სამედიცინომკურნალობის თანადაფინანსება სოციალური პაკეტიდან ხდებოდა, 2010წელს კი ამისათვის 60 000 ლარი ცალკეა გამოყოფილი. ასევე 2010წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისთვისერთჯერადი ფინანსური დახმარებების გასაწევად 10 000 ლარი.სოციალური სამსახურის უფროსის ნიკა ნიჟარაძის განცხადებით,მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200ლარის ოდენობით გაიცემა და იმ შემთხვევაში, თუ საერთო თანხასაკმარისი არ აღმოჩნდა, გამგეობა მას გაზრდის.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამებისგანხორციელებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურადმონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კახეთის რვავემუნიციპალიტეტის გამგებელი შვებულებაშია გასული.
უნდა აღინიშნოს, რომ შვებულებაში ყოფნის მიუხედავად, ყველამუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურებრივი მანქანით სარგებლობს,სამუშაო ოთახებში არიან, მოქალაქეებს იღებენ და გამგეობისრესურსებს მოიხმარენ.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან ერთად,ამომრჩევლების გულის მოსაგებად მთავრობამ პარლამენტშიამნისტიების გამოცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმეკანონპროექტიც შეიტანა.
ამ დროისთვის პარლამენტი `ამნისტიის შესახებ~ კანონპროექტსგანიხილავს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აღიარებს რამდენიმეასეული ახალგაზრდის უმაღლეს განათლებას, რომელიც მათ ზოგადიგანათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის - ატესტატისსაფუძველზე მიიღეს.
კანონპროექტი `ამნისტიის შესახებ~ შეეხებათ იმ პირებს,რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლითან - და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2004-2005სასწავლო წლამდე ჩაიდინეს.
კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მეორემოსმენით უკვე განიხილა. `ჰუმანიზმის პრინციპებიდანგამომდინარე, სახელმწიფო სისხლის სამართლებრივიპასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს პირებს, რომელთა ქმედებაუკავშირდება ყალბი ატესტატების შეძენას 2004-2005 სასწავლოწლამდე და მათ შემდგომ გამოყენებას~, - განმარტა კანონპროექტისწარდგენისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულიდეპარტამენტის ხელმძღვანელმა პეტრე წურწუმიამ. მისივე თქმით,ზემოაღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდებს დღეისათვის არათუუმაღლესი განათლება, არამედ სკოლის დამთავრებაც კი არა აქვთდადასტურებული თვით საკუთარ ქვეყანაში. `ამდენად, ამკანონპროექტის მიღებას მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობაენიჭება~, - განაცხადა წურწუმიამ.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის მეორე მოსმენითპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარიდაუჭირეს.
ასევე, სახელმწიფო გეგმავს ერთჯერადი და განსაკუთრებულიღონისძიების სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგანგაათავისუფლოს ის პირები, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს.
`ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ~კანონში შესატანი ცვლილებები, პარლამენტის დარგობრივიეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტოკომიტეტებმა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება როგორცადმინისტრაციული სახდელების ძირითად ნაწილს, ასევე დამატებითსახდელებს და საურავებს. ადმინისტრაციული სახდელისგანგათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიერ ჩადენილიადმინისტრაციული სამართალდარღვევები ეხება გარე ვაჭრობას, გარერეკლამის განთავსებას და სხვა მსგავსი ხასიათის დარღვევებს.
პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს. პროექტისთანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლსემატება 21-ე (პრიმა) ნაწილი, რომლის მიხედვითაც, როგორცრეგიონულ, ასევე ნაციონალურ ტელესამაუწყებლო კომპანიებს უნდაჩამოეწეროთ კანონის ძალაში შესვლის დღისთვის არსებულისაგადასახადო დავალიანებები და მასზე დარიცხული საურავები.
ამასთან, ცვლილებები შედის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტისსაფუძვლებში. `სახელმწიფო პენსიის შესახებ~ კანონში შესატანიცვლილების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთაპანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში და მინდობითაღზრდაში მყოფი პირებისთვის სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნაპენსიის შეწყვეტის საფუძველი აღარ იქნება.

`ჩვენ თვითონ~ - `ქრისტიან-დემოკრატების~ `მდივნების~ გამარჯვების კვირა

საბა წიწიკაშვილი

გორის საუბნო საარჩევნო კომისიებში ორშაბათს 25 აპრილს გამართულ სხდომებზე მდივნების უმრავლესობა `ქრისტიან-დემოკრატებიდან~ აირჩიეს. მდივნების რაოდენობით ოდნავ ჩამორჩება პოლიტიკური გაერთიანება `ჩვენ თვითონ~, ამ უკანასკნელს პაატა დავითაია ხელმძღვანელობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გორში მოქმედმა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების რეგიონულმა წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მის `ნაციონალ~ წევრებს უპასუხისმგებლობაში სდებენ ბრალს.
`ალიანსი საქართველოს~ რეგიონულმა წარმომადგენელმა დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ 100-ზე მეტ უბანზე მათი წარმომადგენლობიდან მდივნებად მხოლოდ სამ კომისიაში აირჩიეს. დანარჩენი უბნები `ქრისტიან-დემოკრატებმა~ და პოლიტიკურმა პარტიამ `ჩვენ თვითონ~ გაიყვესო, - ამბობს იგი.
`წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არიან პარტია `ჩვენ თვითონ~-ის წარმომადგენლები. ეს ხალხი აქამდე გორში და მის რაიონში არავის უნახავს. აგრეთვე არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი მათი პარტიის ოფისი, მისამართიც კი~, - განაცხადა დავით რაზმაძემ.
კონსერვატორების წარმომადგენლებმა გორში მხოლოდ წინა ღამეს შეიტყვეს, რომ მომდევნო დილით მათ საუბნო კომისიებში სხდომები ტარდებოდა. კონსერვატორების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ორშაბათს გამართული სხდომების თარიღის შეტყობინება მათთვის მოულოდნელი იყო.
`დაგვირეკეს წინა ღამით და გვაცნობეს, რომ სხდომები მეორე დილით ჩატარდებოდა. ვერ წარმოიდგენთ ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ჩაგვაყენეს. იმ პერიოდისთვის ბევრი ჩვენი წარმომადგენელი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ზოგი წასული იყო საცხოვრებელი ადგილიდან, ზოგი, სხვათა შორის, ოპერაციასაც კი იკეთებდა. ამდენად, ბევრ საუბნო კომისიებში სხდომებზე მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან არც ესწრებოდნენ~, - ამბობს ჯემალ წიკლაური.
შედეგებით კმაყოფილია `ქრისტიან-დემოკრატების~ გორის ოფისის წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი. მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატი `მდივნები~ 57 უბანზე იქნება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ერთი ბლოკიდან. როგორც ცნობილია, ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად ბლოკში შედის პოლიტიკური მოძრაობა `ჩვენ თვითონ~. ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელმა დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა `ჩვენ თვითონ~-ის მდივნები ძირითადად ნაცინალური მოძრაობის წევრები არიან.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ გორში გამარჯვება არ ნიშნავს მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებას. `მართალია, ეს შედეგები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია გორის საარჩევნო ოლქში, მაგრამ გვაქვს რეგიონები, სადაც ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლები არ ჩასვეს მდივნებად. მაგალითად, მე შემიძლია, დაგისახელოთ სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო უბნები, სადაც თითქმის საერთოდ არ გვყავს წარმომადგენლობა მდივნების სახით~, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე გაოცებულია იმ ინფორმაციით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ.
`ჩემთვის გაუგებარია, თუ რა საფუძველი უდევს ამ განცხადებებს~, - კითხულობს გიორგი ხორბალაძე. მან აშკარად გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ. არადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა რეგიონული პრესის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ან საქვეუწყებო რგოლების ხელმძღვანელებს არა აქვთ უფლება საკუთარი განწყობა ან პოზიცია დააფიქსირონ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. `ეს მაშინვე მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოჰყვება~, - გვითხრა ზურაბ ხარატიშვილმა.
`ალიანსი საქართველოს~ გორის ოფისი კი აგრძელებს მუშაობას. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებიც უახლოეს ხანებში აპირებენ ჩასვლას: `ჩვენ ყველა იმ ინფორმაციას მივაწვდით, რომელიც დარღვევების კუთხით მოვაგროვეთ~, - ამბობს გორელი `ალიანსის~ ერთ-ერთი წარმომადგენელი სოსო ბორცვაძე.
`გორის ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდებარეობს სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ შენობაში. სამთავრობო პარტია სახელმწიფოს ქირის სახით უხდის მხოლოდდამხოლოდ 200 ლარს. საერთოდ კი ქალაქის ცენტრში, სტალინის სახლმუზეუმის გვერდით მდებარე ოფისის ფართის გაქირავების ფასი საკმაოდ დაბალია. ერთ ოთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში, საბაზრო ღირებულებით შეადგენს 150 ლარს (100 დოლარი). პარტიის ოფისი კი წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს და სამ ოთახს. აქედან გამომდინარე ნაციონალური ოფისი საკმაოდ დაბალ ფასად ფლობს ქალაქის ცენტრში დიდი მოცულობის ფართს~, - ამბობს სოსო ბორცვაძე.
იმავე დღეებში ნაციონალური მოძრაობის წევრები კანდიდატების წარდგინებით იყვნენ დაკავებულები. გორის სახელმწიფო თეატრის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატები წარადგინა. გამოიყენეს საქართველოს ასობით დროშა. გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დროშების დასამზადებლად ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 2 000 ლარი ჩადეს. აღნიშნული დროშები შეკრებაზე გამოიყენეს.
ასევე გამოიყენეს გორის კულტურის სახლის აპარატურა. გამხმოვანებლები, მიკროფონები და სხვადასხვა სახის აპარატურა. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა კულტურის სახლის უფროსი გურამ მამუკაშვილი.
ოპოზიციურმა პარტიებმა (ალიანსმა, ქრისტიან-დემოკრატებმა და ეროვნულმა საბჭომ) ამ დროისთვის განგვიცხადა, რომ მოსახლეობაში შეხვედრებს მას შემდეგ დაიწყებენ, როდესაც კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენენ. ეს 30 აპრილიდან მოხდება.

`ცხელი~ საარჩევნო პერიოდი ბორჯომში

გულო კოხოძე, ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ ექვსი პარტიამუშაობს. რას სთავაზობენ ისინი ამომრჩევლებს, როგორია მათი პრიორიტეტები, დაპირებები, ამომრჩევლების მიმხრობის ცდა და აგიტაცია.
`უნდა მოვიგოთ არჩევნები~, - ამბობენ პარტიები. კითხვაზე -როგორ? პასუხი ერთია - ჩავატაროთ კარგი საარჩევნო კამპანია, რაცამ ეტაპზე მხოლოდ არჩევნების დანიშვნიდან ერთი თვით ადრეიწყება. რეცეპტი: `უახლესი საარჩევნო ბრძოლა უშუალოდ არჩევნებისდამთავრების შემდეგ იწყება~, - არავის ახსოვს.
`მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~, `ნაციონალურიმოძრაობა~, `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა~, პარტია `სამართლიანობისათვის~, თორთლაძე - დემოკრატიული პარტია და `ალიანსი საქართველოსთვის~, - ის პარტიებია, რომლებსაცბორჯომში რაიონული ორგანიზაციები აქვთ გახსნილი.
ადგილობრივები თვითმმართველობის არჩევნებს სკეპტიკურად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ დაიწყება `მორიგი დაპირებების კასკადი, რომელიც ბოლოს არ შესრულდება~.
`მთელი დღეებია ვზივართ და ნარდს ვთამაშობთ, სამსახურიმქონდეს, კარგია~, - გვითხრა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.
დასაქმება კურორტზე მოქმედი ექვსივე პარტიის პრიორიტეტია.კითხვაზე, როგორ დასაქმდებიან ადგილობრივები და კონკრეტულად რაგზა არსებობს ამ პრობლემის მოოსაგვარებლად, ზოგადი პასუხებიმივიღეთ.
`პირველ რიგში, ხალხთან გვექნება ყოველდღიური ურთიერთობა დარისი მოგვარების სურვილიც ექნებათ, მოვუგვარებთ. შეიქმნებასახალხო დარბაზი და იქნება მსჯელობა ყველა საჭირბოროტოსაკითხზე. შეძლებისდაგვარად, იქიდან დავიწყებთ, რაც იქნებაპრიორიტეტი ხალხისთვის~, - ამბობს საქართველოს რესპუბლიკურიპარტიის ბორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლიკვირკველია.
`ბორჯომში ხელი უნდა შეეწყოს სოფლის მეურნეობის,მეცხოველეობის განვითარებას. მოსახლეობას ადგილობრივი წარმოებისხორცისა და რძის პროდუქტის შეძენაზე აქვს პრობლემები. არადა,ბორჯომში არის იმის რესურსი, რომ დახლებზე აქ წარმოებული სოფლისპროდუქტები და თევზი იყოს. უბრალოდ, ამას ორგანიზება და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. დანარჩენს მოსახლეობა და კერძო მეწარმეები მიხედავენ~, - ასეთია `მრეწველობა გადაარჩენსსაქართველოს~ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისბესიკ ფოფხაძის ხედვა.
`ჩვენი პარტია ნამდვილად გამორჩეულია სხვა პარტიებისაგან,ქრისტიან-დემოკრატების პარტია კონსტრუქციული ოპოზიციაა. ჩვენისლოგანია - `დასაქმება და დაბალი ტარიფები~. ძალიან კარგიაგზები, ხიდები, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ერთი მილიონი ჩადებულიყოდა ასანთის ქარხანა გახსნილიყო ბორჯომში, რომელიც 30-მდეადამიანს მაინც დაასაქმებდა?~ - კითხულობს `ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის~ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინა ხეცაძე.
მოსახლეობის დასაქმებაზე არ აკეთებს აქცენტს თორთლაძის`დემოკრატიული პარტიის~ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა გობრონიძე: `მოსახლეობის უფლებები დარღვეულია, ჩვენ ყურადღების ცენტრში გვეყოლება რიგითი მოსახლეც. არ დავპირდეთ ხალხს არაფერს ტყუილად, ესაა მთავარი~.
`ნაციონალური მოძრაობის~ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციისთავმჯდომარე ვახტანგ მაისურაძე, რომელიც 13 აპრილამდე ბორჯომისმუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობდა,ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს და მიაჩნია,რომ თვითმმართველი ორგანო სწორ გზას არც ამჟამად უნდა აცდეს:`ჩვენ დავალაგეთ პრიორიტეტები სწორად. ეკონომიკა უნდა ავაყვავოთქვეყანაში. ბორჯომი საკურორტო ზონაა, საკურორტო ინფრასტრუქტურარომ შექმნა და ბიზნესისთვის მიმზიდველი გახადო, უნდა გქონდესწყალი, გაზი, გზა, და შუქი~.
პარტია `სამართლიანობისათვის~ ბორჯომის რაიონულ ოფისშიკომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მომუშავე ექვსი პარტიიდანმაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად ჯერ მხოლოდ `ნაციონალურმამოძრაობამ~ წარადგინა.
`მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~, `ნაციონალურიმოძრაობა~, `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა~, `დემოკრატიულიპარტია~ და `ალიანსი საქართველოსთვის~, - ამ პარტიების რაიონულორგანიზაციებს 11 მაჟორიტარ ოლქში ჰყავთ კანდიდატები.
ევროპული საარჩევნო გამოკითხვებით, ადგილობრივ პარტიულაქტივობას შეუძლია ხუთიდან შვიდ პროცენტამდე გაზარდოს პარტიისხმების რიცხვი. მყარი საარჩევნო წარმატებისთვის კი აუცილებელია,რომ ადგილობრივმა პარტიამ საკუთარი მუშაობა კრიტიკულად შეაფასოს.

ბათუმში მოქალაქეთა უმეტესობა არჩევნებზე წასვლას აპირებს

ცაგო კახაბერიძე

30 მაისს არჩევნები რომ არის დანიშნული, ამის შესახებბათუმში ყველა კატეგორიის ამომრჩეველმა კარგად იცის. მათიუმრავლესობა არჩევნებზე წასვლას და საკუთარი პოზიციისდაფიქსირებას აპირებს. მათგან ასევე უმრავლესობას არ აქვსპასუხი კითხვაზე - რა არის თვითმმართველობა და რა ფუნქციებისმატარებელია საკრებულო.
ზოგიერთი ახალ წარმომადგენლობით ორგანოზე დიდ იმედებსამყარებს. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალმა საკრებულომ უნდამოაგვაროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, დაიბრუნოს დაკარგულიტერიტორიები, შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი, დაიცვასადამიანების უფლებები და გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.
ამომრჩეველთა ერთი ნაწილი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასარ აპირებს, რადგან `არ ელის, რომ რამე შეიცვლება~. ზოგიერთი ამგადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზით ხსნის: `ათასჯერ მივმართეთმერიას და ლიფტის პრობლემაც კი ვერ გადაგვიწყვიტეს. სხვა რაღაიმედი უნდა მქონდეს, უფრო მნიშვნელოვანს გადაწყვეტენ? არვაპირებ არჩევნებზე მისვლას~, - განაცხადა სალომე კალანდაძემ.
`უკეთესს მოველი, სხვას რას უნდა ველოდე? პირველ რიგში,დასაქმების პრობლემას მიხედონ. და კიდევ, როცა ადამიანი მიდიხარსაქმეზე მთავრობაში, ელემენტარულ ყურადღებას არ გაქცევენ, ამმხრივაც შეიცვალონ, სხვა რა უნდა გაგვიკეთონ~, - აცხადებსბათუმის მკვიდრი რუსუდან გურგენაძე.
ავთანდილ ტარიელაძე (სტუდენტი): `არჩევნებზე მივდივარ.თვითმმართველობა რას ნიშნავს, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, ქვეყნის ბედი, სხვა რაღა უნდა გადაწყვიტონ~.
ბათუმის ქუჩებში გამოკითხული ათი ადამიანიდან ცხრა ამბობს,რომ არ იცის, რას ნიშნავს თვითმმართველობა და რა ფუნქციებისმატარებელია საკრებულო. ისე ცხრავე აპირებს არჩევნებში ხმისმიცემას. უმეტესობა არც იმას აკონკრეტებს, როგორი კანდიდატი ანრა ტიპის საარჩევნო პროგრამა მოიგებდა მის გულს. ბევრმარესპონდენტმა თქვა, რომ საკრებულოსთვის არასოდეს მიუმართავს დაარც ის იცის, ვინ არის მისი უბნის მაჟორიტარი, სად არისსაკრებულო ტერიტორიულად.
თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით მოქალაქეებს უნდამიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობით, ოღონდკანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივიმნიშვნელობის საკითხები. მოსახლეობას უფლება აქვს, დაესწროსსხდომებს და ახლოდან დააკვირდეს მისი რჩეულის, ანუ საკუთარიწარმომადგენლის მუშაობას, გაეცნოს მის მიღებულ გადაწყვეტილებებსსაკრებულოში. შეხვდეს თავის მაჟორიტარს და განუსაზღვროს, რა არისმისთვის პრიორიტეტი, მიიღოს სრული ინფორმაცია, როგორ იგეგმებაბიუჯეტი. მოსახლეობას აქვს უფლება, მუდმივად იღებდეს ინფორმაციასდა მონაწილეობდეს თვითმმართველობის საქმიანობაში.თვითმმართველობის ორგანოები, ანუ საკრებულოები და, შესაბამისად,საკრებულოს წევრები ვალდებულები არიან, მოუსმინონ მოქალაქეებს.
`ჩართულობა მიიღწევა არამარტო საკრებულოს ძალისხმევით,არამედ საკრებულოს თითოეული წევრის აქტიურობის შედეგად. ისინიფორმალურად იყვნენ საკრებულოს წევრები, ანუ მათზე დაკისრებულიფუნქციები არ ან ვერ შეასრულეს, შედეგიც მიღწეული არ არის~, -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია `ინტელექტის~ ხელმძღვანელი.ლევან გობაძის შეფასებით `საკრებულოს მცდელობები მოსახლობისჩართულობის მისაღწევად იყო ნულოვანი~.
გობაძე მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების დაბალ ხარისხზესაუბრობს და ამის გამომწვევ მიზეზებს სხვა გარემოებებში ხედავს:`ეს იმანაც განაპირობა, რომ ამ საკრებულოს უმრავლესობარევოლუციურ ტალღაზე მოვიდა. უმეტესობა თვლიდა, რომ მათ ესთანამდებობები ეკუთვნოდათ. ჩათვალეს როგორც რაღაცის საფასური დაარა, როგორც ვალდებულება მოსახლეობის წინაშე. ანუ ეს იყო ტალღაადამიანებისა, რომლებიც საკრებულოებში ნაცმოძრაობის აღზევებისდა ამ პოსტრევოლუციური ეიფორიის ეტაპზე, მე ვიტყოდი, აშკარადარაგამჭვირვალე არჩევნების საფუძველზე მოვიდნენ. შესაბამისად,მათი ვალდებულებები გამოიხატებოდა უფრო იმ პოლიტიკური ძალებისმიმართ, ვინც საკრებულოებში მათი მოყვანა განაპირობა~.
სხვაგვარად ფიქრობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მისითქმით, `მოსახლეობამ თვითმმართველობის ფუნქციები კარგად იცის~.გიორგი კირთაძეს `იშვიათად ახსენდება მოსახლეობის მხრიდან მისმიმართ დასმული კითხვები, რომლებიც არ ეხებოდა საკრებულოსკომპეტენციას~.
გიორგი კირთაძე: `თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო პირველითვითმმართველობის ორგანო, რომელსაც ტრადიცია და გამოცდილება არდახვედრია, თუ როგორ უნდა ემუშავა საკრებულოს, მაინც კარგადიმუშავა. თუმცა, გასაკეთებელიც ბევრი დარჩა. სწორედ მოსახლეობისჩართულობისთვის შეიქმნა დარგობრივი საკონსულტაციო საბჭოები დაამის რეკლამირებაც განხორციელდა. მაგრამ სიახლეს საზოგადოებადიდი აქტიურობით არ გამოხმაურებია~.
თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის `ხიდჩატეხილობის~პრობლემის მიზეზს რამდენიმე კომპონენტით ხსნის პოლიტოლოგი ზვიადდიასამიძე: `მოსახლეობის ინერტულობა ერთ-ერთი კომპონენტია, რისგამოც ის არ არის ჩართული თვითმმართველობის საქმიანობაში, არიცის, რა ფუნქციებს ასრულებს საკრებულო და რა მოვალეობებიგააჩნია მას, რა უფლებები გააჩნია თვითონ ამომრჩეველს. ეს ისსფეროებია, რაზეც მოსახლეობას, სამწუხაროდ, ძალიან მწირიწარმოდგენა აქვს~.
დიასამიძის მოსაზრებით, `ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიციური,ასევე მმართველი პარტიები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომმოსახლეობა ინფორმირებული გახდეს. ისინი ხშირად უნდა ესაუბრონმოსახლეობას, როგორც მომავალ ამომრჩეველს. თუ ისინი აწარმოებენდიალოგს მოსახლეობასთან, ფაქტობრივად, მომხრეებიც მოემატებათ,ეს ლოგიკური კავშირია. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი როლიარასამთავრობო სექტორს ეკისრება. სამი კომპონენტი გამოდის:პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არ აინტერესებთ, რომ მოსახლეობას, რაც შეიძლება, ინფორმირებული იყოს, არასამთავრობო სექტორი, რომელიც ამ მხრივ სუსტად მუშაობს და ინერტული მოსახლეობა~.
პრობლემას მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულებით ხსნისსაკრებულოს ოპოზიციური ნაწილის წარმომადგენელი ირაკლიჩავლეიშვილიც. ის ამ დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზებსაცასახელებს: `ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი და შიშია... თუმოსახლეობა იგრძნობს, რომ დემოკრატიის ხარისხი მაღალია და მისიუფლებები დაცულია, მაშინ, ალბათ, სხვა სურათი გვექნება~.
როგორი სურათია ამ მხრივ ევროპის ქვეყნებში? - `სამიკომპონენტი, რაც ჩამოვთვალეთ, უნდა შევატრიალოთ 90 გრადუსით დამივიღებთ სურათს, რაც ევროპაშია - ყველაფერი მოსახლეობიდანმოდის, იქ სამოქალაქო მოსახლეობა ძალიან აქტიური დაგანვითარებულია~, - ამბობს ზვიად დიასამიძე, - `ბათუმშიმოსახლეობა გულგრილია არამარტო საკრებულოს, არამედ უმაღლესსაბჭოს და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების მიმართ. ეს არისიმედგაცრუების ნიშანი, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა, როგორცსახელისუფლო, ასევე პოზიციური სპექტრისთვის და, ზოგადად,ქვეყნის განვითარებისათვის~.

დღესდღეობით ოზურგეთში საარჩევნო სამთაბრძოლაა

გიორგი გირკელიძე, გურია

ოზურგეთში შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სამთაბრძოლაში სამი კანდიდატი ფიქსირდება. მმართველმა პარტიამ თავისკანდიდატად `ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის~ დამფუძნებელი დათავმჯდომარე გოჩა შანიძე დაასახელა. `სამართლიანისაქართველოდან~ მისი კონკურენტი ილო კალანდაძე იქნება. `გურიანიუსისთვის~ კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ არის ცნობილი, ისქალბატონი მაია ორჯონიკიძეა (ცნობილი პოეტის იზა ორჯონიკიძისქალიშვილი). იგი გია თორთლაძის პარტიიდან `საქართველოსდემოკრატიული პარტია~ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცაჯერ ოზურგეთს არ წვევია. თვითონ გია თორთლაძე, რამდენიმე დღისწინათ გურიაში იმყოფებოდა, მაგრამ მასთან შეხვედრაზე მიწვეული არ ვყოფილვართ.
საქართველოს პარლამენტში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაცხელოვნების სფეროდან პოლიტიკაში წასული ანზორ ერქომაიშვილიკვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მაშინ ოზურგეთელების ერთინაწილი აპროტესტებდა ერქომაიშვილის პარლამენტის წასვლას, მაგრამიგი საარჩევნო ბატალიებში ჩაბმაზე მაინც დაითანხმეს.
ბატონმა ანზორმა მოკლე დროში დატოვა დეპუტატის მანდატი,რადგან თბილისის მერიის ბავშვთა ფოლკლორულ ცენტრს ჩაუდგასათავეში.

`ენჯეოდან~ პოლიტიკაში
---------------------------
მმართველი პარტიის კანდიდატი გოჩა შანიძე მიიჩნევს, რომადამიანი თავისი ცხოვრების სტილით აუცილებლად უნდა იყოს აქტიურიდა, საჭირო დროს, შეეძლოს პასუხისმგებლობის აღებაც.
- საზოგადოება, ძირითადად მიცნობს, როგორც არასამთავრობოსექტორის წარმომადგენელს, თუმცა მე მქონდა შესაძლებლობა,მემუშავა სახელმწიფო სტრუქტურაში, საგანმანათლებლოდაწესებულებებში, საწარმოში. მე ჩემი მოწოდებით ყოველთვისვიყავი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი და, მიუხედავად იმისა,რომელ სფეროში ვმოღვაწეობდი, ყოველთვის ვრჩებოდი ჭეშმარიტოზურგეთელად. მე ამ ქალაქის ტკივილითა და სიხარულით, ჩემიმუნიციპალიტეტის რეალობით ვცხოვრობ.
როდესაც მივიღე შემოთავაზება, კენჭი მეყარა მაჟორიტარდეპუტატად პარლამენტში, გეტყვით, ეს იყო უდიდესი დაფასება დაჩემი მხრიდანაც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, - გვითხრაშანიძემ.
მან შემოთავაზება მმართველი პარტიისგან მიიღო, თუმცაკონკრეტულად არ ასახელებს, ვისგან.
- ესენი არიან ოზურგეთელები, ადამიანები, რომლებიც ძალიანკარგად იცნობენ ოზურგეთის სატკივარს, საჭიროებებს, მიცნობენ მეცდა მიაჩნიათ, რომ შემიძლია უფრო მეტის გაკეთება.
დღეს სოფლის განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში, ოზურგეთის ყველა სოფელში მრავალი მნიშვნელოვანი დაღირებული პროექტი ხორციელდება. ასევე არაერთი დიდიინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო და უახლოეს მომავალშიცდაიწყება.
მე ნამდვილად ვხედავ ჩემს რესურსს როგორც პარლამენტში,ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კუთხით,რათა ეს პროექტები მოსახლეობის მოთხოვნებისა და ინტერესებისგათვალისწინებით განხორციელდეს. ვხედავ რესურსს, მონაწილეობამივიღო ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისოპარტნიორობის გაფართოებაში, - განაცხადა გოჩა შანიძემ `გურიანიუსთან~ საუბრისას.
ყოფილი პარლამენტარი კვლავ დეპუტატობისთვის იბრძვის
-------------------------
`სამართლიანი საქართველოსთვის~ ერთ-ერთი ლიდერი ილოკალანდაძე, რომელიც ოზურგეთელია და დიდი ხანია, პოლიტიკაშია,შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას იწყებს. ის,ერთხელ, უკვე, იყო პარლამენტარი, ედუარდ შევარდნაძისპრეზიდენტობის დროს, 1995-1999 წლებში.
`გურია ნიუსმა~ ილო კალანდაძესთან შუალედურ არჩევნებშიოფიციალურ წარდგენამდე ჩაწერა. სატელეფონო საუბრისას იგიამბობს:
- ვაპირებ იმ პოლიტიკის გატარებას, რაც ჩვენს პარტიას აქვს,ოზურგეთი ფაქტობრივად ოთხ რაიონს ინახავდა საქართველოში,ქვეყანაში ჩაის 20%-ს აწარმოებდა, ციტრუსის 17%-ს. ჩვენს რაიონში, სამწუხაროდ, დაწყებულია მასობრივი მიგრაცია, მოსახლეობის 30%-ი ჩაის საკრეფად გარბის თურქეთში. ესსამარცხვინო ამბავია, რადგან რაიონში უზარმაზარი ჩაის ფაბრიკებიიყო.
- თუ გახდით პარლამენტარი, თქვენ როგორ აპირებთ ამპრობლემების მოგვარებას?
- ამ შემთხვევაში ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ხელისუფლებამსუბსიდიები გამოყოს ჩაის აღორძინებისთვის. საქართველოსპრეზიდენტი ხშირად ხსნის ჩაის ფაბრიკებს, მაგრამ შემდეგ ესფაბრიკები არ მუშაობს. გაჩერებულია.
- როცა პარლამენტში დეპუტატი იყავით, რას საქმიანობდით?
- ვიყავი ფულადი საკრედიტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. ასე,რომ გამოცდილება მაქვს, იმ პერიოდში სუბსიდიები გაიცემოდაჩაიზე, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, როცა ბიუჯეტი ათჯერ ნაკლებიიყო, ვიდრე დღესაა, ძირითადად მთავარ პრიორიტეტად სოფლისმეურნეობა ითვლებოდა. დღეს სოფლის მეურნეობაში 40 მილიონი ლარიაჩადებული. საქართველოს ბიუჯეტში, ფაქტობრივად აღორძინებას ხელიეშლება. ასეთი გაღატაკებული და გაუბედურებული ოზურგეთი არავისსჭირდება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩაი აღორძინდეს. რაც შეეხება ციტრუსს, მანდარინს ახლა ხალხი ყრის. ამის გამოსწორება შესაძლებელია არა მარტო რუსეთთან ურთიერთობით, არამედ სხვაქვეყნებთან ურთიერთობითაც, სწორი მენეჯმენტი სჭირდება ამსაკითხების მოგვარებას.

მაია ორჯონიკიძე უახლოეს დღეებში ოზურგეთში ჩამოსვლას აპირებს
-------------------------
`საქართველოს დემოკრატიული პარტია~ შუალედურ არჩევნებშიჩაერთო და ოზურგეთში მაჟორიტარი კანდიდატი ამ პარტიიდან მაიაორჯონიკიძე იქნება.
აქვს თუ არა საარჩევენო პროგრამა, როდის აპირებს ოზურგეთშიჩამოსვლას - ამ კითხვებზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკიფაჩულიძემ გვიპასუხა:
- პროგრამაც აქვს, შემართულიც არის, ჯანზეცაა, ერთისიტყვით, მზად არის, თავისი ამოცანები განახორციელოს. ქალბატონიმაია უახლოეს პერიოდში ოზურგეთში იქნება.
- აქამდე რატომ არ ჩამოვიდა?
- ჩვენ ოზურგეთში ჩამოვაყალიბეთ პარტიის საინიციატივოჯგუფი, მოხდა ხალხის შერჩევა და სხვა საარჩევნო დეტალებზემიმდინარეობს მუშაობა, მაისის დასასწყისში ქალბატონი მაია,აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს, სულ რამდენიმე დღეშიჩამოვა.
მაია ორჯონიკიძის წარდგენისას, სოციალურ ქსელში`ფაცებოოკ.ცომ~-ზე განთავსდა მისი და საქართველოს პრეზიდენტმიხეილ სააკაშვილის ფოტო. როგორც ამბობენ, იგი პრეზიდენტისმეგობარია.
`მე არაფერი ვიცი მათი მეგობრობის შესახებ, ეს შეგიძლიათთვითონ მაიას ჰკითხოთ~, - თქვა ფაჩულიძემ.
შუალედურ არჩევნებში კანდიდატის წარდგენას ბლოკი `გიორგითარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება~აპირებს. `ქრისტიან-დემოკრატების~ ოზურგეთის რაიონულიორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ღლონტი ამბობს, რომ უახლოესდღეში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება მათი კანდიდატი შუალედურარჩევნებში:
- ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მიმდინარეობს მოლაპარაკებებიორ პიროვნებასთან, როდესაც იქნება ცნობილი, აუცილებლად გეტყვით,- თქვა ჩვენთან საუბრისას კახა ღლონტმა.
შუალედურ არჩევნებში რამდენიმე პარტია არ იღებსმონაწილეობას, მათ შორის არის `რესპუბლიკელები~.
`რესპუბლიკური პარტიის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციისთავმჯდომარე მარინა სუნგულია: `ჩვენმა პარტნიორებმა `მემარჯვენეებმა~ მორალური არჩევანი გააკეთეს და პარლამენტში, რომლის არჩევნებიც გაყალბდა, არ შევიდნენ. ჩვენ, მათგადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და მათ გვერდით ვდგავართ.
ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებისდროს, რომ მიუხედავად ანზორ ერქომაიშვილის ავტორიტეტისა, ისვერასოდეს შეძლებდა სიმარლისათვის ხმის ამოღებას, რადგან ისნაციონალების დეპუტატი იყო და ბოლოს ჩვენი აზრის მისმაპარლამენტიდან წასვლამ დაადასტურა. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი,რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახელით შედის პარლამენტსა დათუ ადგილობრივ საკრებულოში, ვერასოდეს გააკეთებს იმას, რაცქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას სჭირდება, ის მხოლოდ მისიწარმდგენი პარტიის ინტერესებს დაიცავს. ამიტომ მმართველიპარტიის კანდიდატებს რა ჰქვიათ და ვინ არიან, ამას არავითარიმნიშვნელობა არ ააქვს. უბრალოდ, ის ჩვენს საკეთილდღეოდ ვერაფერს გააკეთებს.
ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკური ექსერტი: `რამდენადაც ჩემთვისცნობილია, ოზურგეთში ყველა პარტიას ჯერ კიდევ არდაურეგისტრირებია თავისი კანდიდატი საქართველოს პარლამენტისმაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებზე. ამიტომ, ამ ეტაპზე თავსშევიკავებ წარმოდგენილი კანდიდატების შანსების შეფასებისგან~.