Wednesday, May 5, 2010

საპორტო ქალაქში ხელისუფლებამ უკვე სია ჩამოწერა

ოპოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ პასიურობით გამოირჩევა

 

ელისო ჯანაშია

 

თვითმმართველი ქალაქი ფოთი 30 მაისს ქალაქის საკრებულოს15-კაციანი შემადგენლობით (10 წევრი პროპორციული წესით, ანუპარტიული სიით და 5 მაჟორიტარი დეპუტატი) აირჩევს. თვითმმართველორგანოში უმრავლესობით მოსვლის პრეტენზია ყველა მოქმედპოლიტპარტიას აქვს.

პოლიტიკური პარტიებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის ახალიეტაპი არჩევნების თარიღის გამოცხადებით დაიწყო. არჩევნებამდეიმდენად ცოტა დრო რჩება, რომ წესით, პოლიტიკური პარტიები24-საათიანი რეჟიმით უნდა მუშაობდნენ, თუმცა ოპოზიციურიპარტიების საქალაქო ოფისებში ეს, ჯერჯერობით არ იგრძნობა.

`ალიანსის~ წამომადგენელი, `რესპუბლიკელების~ ფოთელილიდერი, გაიოზ ქინქლაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს თბილისში,ცენტრალურ ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ და მხოლოდ ამისშემდეგ გაკეთდება განცხადებები. `მემარჯვენეების~ ფოთელილიდერი, ირაკლი კაკულია, 30 მაისის არჩევნებში არ მონაწილეობს,რადგან ამ ეტაპზე პოლიტიკას ბიზნესი ამჯობინა. პრინციპში,არჩევნებამდე ისევ `ნაციონალებისგან~ გავრცელებული ხმები -ქალაქში უმთავრეს კონკურენტის, ირაკლი კაკულიას თამაშიდანგასვლის სანაცვლოდ, ბიზნესში ხელშეწყობის დაპირების შესახებ,გამართლდა.

ოპოზიციონერთა ყურადღების მიღმაა ისეთი თემაც კი, როგორცამომრჩეველთა სიების მონიტორინგია. ცენტრალური ოფისისდავალებით, `ალიანსი~ არჩევნების მიმდინარეობას მხოლოდ 5საარჩევნო უბანზე, ისიც უშუალოდ არჩევნების დღეს დააკვირდება.

ექსპრემიერ ნოღაიდელის ფოთელმა მხარდამჭერებმა მართალია, 12ათასი ამომრჩეველი გამოკითხეს და ანკეტები პარტიის ცენტრალუროფისს გადაუგზავნეს, მაგრამ გამოკითხვის შედეგებს საიდუმლოდინახავენ. მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ფოთისორგანიზაციის ხელმძღვანელი გია კორშია აცხადებს, რომ კვლევისძირითადი მიზანი იმის გარკვევა იყო, მითითებულ მისამართზემოქალაქე რეალურად თუ ცხოვრობს და ხმას ვის აძლევს. როგორიიქნება წინასაარჩევნო სტრატეგია, ამ და სხვა დეტალებზე საუბარსკორშია ცენტრიდან დირექტივების მიღების გარეშე არ აპირებს.მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გია კორშიამ, არგაგვიმხილა.

`ჩვენი პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, თუმცა პირადადჩემი მონაწილეობის საკითხი განიხილება და საბოლოო პასუხისახალხო კრებაზე, 15 აპრილს გაირკვევა. ერთადერთი მიზეზი ამარჩევნებში ჩავერთო, იმის დამტკიცებაა როგორ გააყალბებსხელისუფლება არჩევნებს. რადგან, ყველა რესურსისა და ფსიქოლოგიურიზეწოლის გამოყენებით ხელისუფლებას ეს არჩევნები უკვეგაყალბებული აქვს~, - განაცხადა `ერთიანი საქართველოს~ ფოთელმალიდერმა, ფოთის საკრებულოს წევრმა, გოჩა დოლბაიამ.

მას თავის დროზე `ნაციონალების~ კეთილი ნებით, ორ დე იურედამოუკიდებელ, მაგრამ დე ფაქტო ნაციონალ დეპუტატთან ერთადსაკრებულოში ფრაქციაც კი შეაქმნევინეს, რათა მისი საკრებულოშიმოღვაწეობა ანაზღაურებადი ყოფილიყო.

ფოთელი ქრისტიან-დემოკრატების შტაბშიც სიხალვათეა, თუმცაპარტიის ლიდერის ლაშა ბერაიას განცხადებით, ისინი მონიტორინგსარჩევნების დღეს ყველა უბანზე განახორციელებენ. ქდმ- ყველასაუბნო კომისიაში თითო წევრი ეყოლება. პარტიაში აქტიურადმუშაობენ კანდიდატთა სიაზეც, თუმცა სიას საბოლოო სახე ჯერ არააქვს. ზუსტდება მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატის ვინაობაც.

`ნაცმოძრაობის~ შტაბი კი, ყველა ზემოთჩამოთვლილთაგანგანსხვავებით, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. ამაშიდასარწმუნებლად აუცილებელი არაა მაინცდამაინც მათ ოფისსესტუმრო.

`ნაციონალებში~ ყველა იმდენად `მოუცლელია~, რომრამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, პარტიის აღმასრულებელმამდივანმა, კობა ცხადაიამ ჩვენს მედიასაშუალებასთან საუბრისათვისვერ მოიცალა. საყვედურის შიშით, მდივანი ვერც მისი ტელეფონისნომრის მოცემას ბედავს. თუმცა, მისაღებში ლოდინისას, მისიკაბინეტის კარი უპრობლემოდ იღებოდა მერიის კულტურის სამსახურისუფროსისათვის, საინფორმაციო სამსახურის უფროსისათვის, საოლქოსაარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის.

ამ ეტაპზე, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ბევრი რამაინტერესებს საზოგადოებასა და მედიას, მათ შორის, კანდიდატებისვინაობა.

`ნაციონალების~ სიის ყველაზე სარწმუნო ათეული, რომელიცსამხარეო პროკურორთან და გუბერნატორთან არაერთგზისშეთანხმებულია, ასე გამოიყურება (`ნაციონალები~ ჯერჯერობით, არამჟღავნებენ კანდიდატების შესახებ ინფორმაციას, ამიტომაცაღნიშნული ნაწილობრივი სია კულუარულად მოპოვებულია):

1. ვანო საღინაძე (მოქმედი მერი, ფოთის ორგანიზაციისთავ-რე)

2. კობა ცხადაია (ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელიმდივანი, შევარდნაძის პერიოდის საკრებულოს მდივანი)

3. დარეჯან ცხვიტარია (მოქმედი საკრებულოს სოციალურსაკითხთა კომისიის თავ-რე)

4. გოჩა ლემონჯავა (ექს-ვიცემერი, ნავსადგურის მთავარიმენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში)

5. სულხან თოლორდავა (მოქმედი საკრებულოსსაფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

6. კახა გუგუჩია (`კმარას~ ფოთის ორგანიზაციის ყოფილიხელმძღვანელი, ნავსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობისსამსახურის თანამშრომელი)

7. მიხეილ ფირცხალავა (მოქმედი საკრებულოს წევრი)

8. შალვა ნასარაია (მოქმედი საკრებულოს ინფრასტრუქტურისკომისიის თავმჯდომარე)

9. ვახტანგ დარცმელიძე (მოქმედი საკრებულოს წევრი)

10. ალექსანდრე თოფურია (მოქმედი საკრებულოს თავმჯომარისმოადგილე)

11. მაგდა მენაბდე (ნავსადგურის მედიასთან ურთიერთობისსამსახურის თანამშრომელი)

`ნაციონალების~ სიის პირველ ხუთეულში ყოფნას არც უარყოფს დაარც ადასტურებს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიისთავმჟდომარე სულხან თოლორდავა, რომელიც, მისივე თქმით,`სტაჟიანი~ ნაციონალია 2002 წლის დეკემბრიდან და სიაშიმოხვედრის პატივს თავის სტაჟსა და დამსახურებას მიაწერს.

თოლორდავაზე პირდაპირია გოჩა ლემონჯავა, რომელიც ფოთისპოლიტიკურ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და ჩხოროწყუსასოცირებული საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლიდან, ფოთისვიცე-მერის სავარძელში დაუბრკოლებლად გადმოინაცვლა. გავრცელებულინფორმაციას, რომ ეს დაწინაურება მან ახლაიებთან ახლობლობითდაიმსახურა, თავად ლემონჯავა კატეგორიულად უარყოფს დაარაფოთელობაზე მინიშნებას `პროვინციალიზმს~ ეძახის.

მან ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ `ნაციონალების~ სიის პირველი ნომერი ქალაქის ამჟამინდელი მერი, ვანო საღინაძეა. თავად მას კი საკრებულოს მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრებენ.

მოკლედ, რას დაუპირისპირებს პასიურ პოზაში მყოფიადგილობრივი ოპოზიცია მმართველ პარტიას, რომელსაცადმინისტრაციული რესურსისა და ადგილობრივი ადმინისტრაციისგამოყენების და, შესაბამისად, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსიაქვს, ალბათ, მალე გაირკვევა.

-----------------

ფრაზა:

არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ წესით,პოლიტიკური პარტიები 24-საათიანი რეჟიმით უნდა მუშაობდნენ,თუმცა ოპოზიციური პარტიების საქალაქო ოფისებში ეს, ჯერჯერობითარ იგრძნობა

No comments:

Post a Comment