Wednesday, May 5, 2010

გორის საკრებულოს ნაციონალ წევრებს ნაციონალები აღარ ენდობიან

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

 

გორში `ნაციონალური მოძრაობის შტაბი~ ოფიციალურად ორშაბათსიხსნება. ჩვენი ინფორმაციით, `ნაციონალური მოძრაობის~ შტაბსამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი გიგა ტატიშვილიუხელმძღვანელებს, ხოლო შტაბის უფროსის მოადგილედ საკრებულოსამჟამინდელი თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე გაიყვანეს. უკვეგადაწყვეტილია, რომ გორში კენჭს ზვიად ხმალაძე იყრის. მისიშვილის ნათლია რეგიონული მართვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილია.ზვიად ხმალაძე იმ საკრებულოს ეკუთვნის, რომელიც 2006 წლისარჩევნების დროს ირაკლი ოქრუაშვილისა და მიხეილ ქარელის დროსჩამოყალიბდა. 2010 წლის არჩევნებში ძველი საკრებულოდან მხოლოდ 3ადამიანს მიაღებინებენ მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობისსაარჩევნო შტაბის უფროსი გიგა ტატიშვილი ამბობს, რომ ახალიკადრები მეტი სანდოობის და რეიტინგის მიხედვით შეარჩიეს.

`თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ახალიკანდიდატების მიმართ მოსახლეობის მიმართ ძალიან დიდი ნდობაა. არარის გამორიცხული, სადღაც ვიღაც ერთი ან ორზე რამე აუგი თქვას,ეს არცაა გასაკვირი მაგრამ ძირითადი ბირთვი ძალიან მისაღებიასაზოგადოებისთვის~, - ამბობს ჩვენთან საუბარში გიგა ტატიშვილი.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯერ-ჯერობით სია არ არისშესული არც ერთი პარტიიდან და, შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობიდარჩა იმ ადამიანების ვინაობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობისგორის ოფისი ცდილობს, თვითმმართველობის არჩევნებში მიაღებინოსმონაწილეობა. საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესს გორისსაკრებულოში. მათი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის და მიხეილ ქარელისდროს დაკომპლექტებული საკრებულო ყოველთვის დიდი იმედი არ იყობოლო დროს ნაციონალური მოძრაობისთვის.

საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ამბობს, რომამჟამინდელი საკრებულო, რომელიც მალე წარსულს უნდა ჩაბარდეს,მადლობის და ქების ღირსია. `თუ ვინმეს მადლობა ეკუთვნის, ეს ისხალხია, რომელიც დღევანდელ საკრებულოში მუშაობს. თამამადშეიძლება ითქვას, რომ გორის საკრებულომ თვითმმართველობადაამკვიდრა. რაღაც ტრადიციები შექმნა. ამისათვის მე თითოეულმათგანს, რომელიც ჩვენს გუნდში ითვლებიან, მადლობა მინდა,გადავუხადო~, - ამბობს ზვიად ხმალაძე. თუმცა იგი იმასაცგანმარტავს, თუ რატომ აღარ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამმხარი მათ კანდიდატურებს 2010 წლის არჩევნებში.

`მოდი, მე დაგისვამთ კითხვას... საარჩევნო სია რომგანახლდეს, ეს ცუდია? მე ვფიქრობ, რაკიღა ახალი სახეებით დასიით ვიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, ეს ევროპულიგამოცდილებაა. ახალი კანდიდატები შეირჩა საზოგადოების მხრიდანგამოხატული მაღალი ნდობის და რეიტინგის გამო. ეს ადამიანებიუფრო ახლოს იცნობენ მოსახლეობის პრობლემებს და, შესაბამისად,უფრო კარგად მოხდება ხალხის ინტერესების გათვალისწინება მომავალსაკრებულოს გადაწყვეტილებებში~, - ირწმუნება ზვიად ხმალაძე.

ჩვენს კითხვაზე, თუ საიდან დაადგინეს ახალი კანდიდატებისრეიტინგი და მაღალი ნდობა, ზვიად ხმალაძემ თქვა, რომ ეს შიდარესურსებით მოხდა. `ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ხალხთან,ჩვენი რესურსებით მოხდა ამ ადამიანების შესწავლა და ვფიქრობ,კარგი არჩევანი გავაკეთეთ. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნაგუნდური პრინციპით. რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა,მაგრამ საბოლოო ჯამში კანდიდატების შერჩევა მოხერხდაერთობლივად~, - გვითხრა საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილემ.

გორის საკრებულოს ნაციონალი წევრების მიმართ მმართველიპარტიის დამოკიდებულებას საკმაოდ საინტერესოდ აფასებსსაკრებულოს წევრი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან თემურაფხაზაშვილი. მისი თქმით, ახალი კანდიდატები უფრო ადვილადსამართავები არიან, რადგან ახალ სიაში რამდენიმე ბიზნესმენიშეჰყავთ, რომელიც მთლიანად მიბმულია ხელისუფლების ინტერესთან.

თემურ აფხაზაშვილი: `გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რატომარ ენდობიან თავიანთ წევრებს. საიდან დაადგინეს, რომ ვიღაცასმაღალი რეიტინგი აქვს? ჩვენი ფრაქციის წევრების გამოცდილებითმიხვდნენ, რომ არც ისე ადვილად არის საქმე, რადგან 2006 წელსდაკომპლექტებული საკრებულო ბოლომდე სანდო არ არის მათთვის~.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის სექტემბერში მიხეილ ქარელისგუნდის წევრების დაკავების შემდეგ, გორის საკრებულომ`გადაირჩია~ ყოფილი თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, ხოლო მისმაგივრად აირჩია ზვიად ხმალაძე. საკრებულოს წევრი თემურაფხაზაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი დაშინებით და ტეროროთჩაატარეს.

საკრებულოს წევრი სოფელ ნიქოზიდან, რომელიც ამავე დროსირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრად ითვლება, რეიტინგებზე საუბარსსასაცილოს უწოდებს.

`როდესაც რეიტინგულობაზეა საუბარი, რით განსხვავდებასაკრებულოს თავმჯდომარის რეიტინგი მისი მოადგილისგან, ან სხვასაკრებულოს წევრისგან, რომელსაც არ სვამენ პარტიულ სიაში? თუ,როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, საკმაოდ წარმატებულისაკრებულოა, რატომ არ სვამენ სიაში მის წევრებს? გამოდის, რომარ ჰქონიათ რეიტინგი. თუ რეიტინგი არ აქვთ, ეს იმას ნიშნავს,რომ მუშაობისას ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ესარის მარტივი ლოგიკა. მოდის აბსოლუტურად გამოუცდელი კადრი დაამას მხოლოდ რეიტინგი არ შველის~, - ამბობს იგი.

მათ მიაჩნიათ, რომ ნაციონალური შტაბის ლიდერები ამა თუ იმსოფელში მხოლოდ 3-4 ადამიანს ეკითხებიან ამა თუ იმ პიროვნებისშესახებ და მათზე დაყრდნობით სდებენ ფსონს. ასეთ შემთხვევაში,საზოგადოების აზრის გათვალისწინებაზე, მათი თქმით, საუბარიზედმეტია.

ზვიად ხმალაძე ირწმუნება, რომ მისი თავმჯდომარეობისპერიოდში გორის საკრებულოში გადაწყვეტილებები ერთობლივად დამსჯელობის შემდეგ მიიღება, თუმცა საკრებულოს სამმა წევრმა ბოლორამდენიმე თვეა, სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი ცდილობენ,პროტესტის ამ ფორმით საკრებულომ მათი წინადადებები განიხილოს.ხმალაძეს კი მიაჩნია, რომ საკრებულოს წევრების მიერ გამოთქმულიბოიკოტი ყოველგვარ შინაარსს და აზრს მოკლებულია.

ზვიად ხმალაძეს არ ახსოვს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს რამეწინადადება შეეტანოს საკრებულოში და ის საკრებულოს დაებლოკოს.`საერთოდ არანაირი ინიციატივა არ ჰქონიათ მათ~, - გვარწმუნებსხმალაძე, თუმცა მას ჩვენ გავახსენეთ პოლიციის ხარჯებისშემცირების მოთხოვნა. `ამაზე ათასჯერ მიიღეს პასუხი, თუ რატომარის ჩვენს ბიუჯეტში ამაზე თანხები გათვალისწინებული. შეიძლება,რომ თუკი პასუხი არ მოგწონს, ამაზე ბოიკოტი გამოაცხადო? ბოიკოტსმაშინ აქვს აზრი, როცა რაღაც საკითხი ვერ გაგაქვს და ამისათვისხალხს გააგებინო~, - ამბობს ხმალაძე. აფხაზაშვილმაჟურნალისტების თანდასწრებით არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიციისხარჯების მაგივრად სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვისგაეწიათ დახმარება. მაგალითად, აფხაზაშვილის ცნობით, 2009 წელსმხოლოდ ერთ ადამიანს მიეცა ოპერაციისთვის 300 ლარი.

თემურ აფხაზაშვილი: `ზვიად ხმალაძე მაშინ თუ ფიქრობდაჩვენს ვალდებულებებზე, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოებისდეპარტამენტის თანამშრომლების დავალებით ჩვენი ფრაქციის წევრებიშეგვკრიბა, განცხადებების დაწერა და საკრებულოდან წასვლამოგვთხოვა, რადგან თურმე ეს საქმეს სჭირდებოდა. ჩვენი პასუხიიყო, რომ რას ქვია, დავწერო განცხადება და წავიდე, როდესაცარჩევნებში ვარ გამარჯვებული და ჩემი ამომრჩევლის წინაშე ვარვალდებული? თუ მაინც და მაინც კანონმდებლობაზე მიდგა საქმე,უკაცრავად, მაგრამ თავის თავი მართლა საკრებულოს თავმჯდომარეხომ არ ჰგონია? მე შემიძლია დოკუმენტები გაჩვენო, მაგალითად,რეგლამენტი, თუ როგორ მოხდა მისი არჩევა საკრებულოსთავმჯდომარის თანამდებობაზე. ვის დაავიწყდა ის იძულებები და ისზეწოლები, რომელსაც მაშინ ჰქონდა ადგილი ჩვენს მიმართ?~

თემურ აფხაზაშვილის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე,რომ 2007 წლის სექტემბერში, როდესაც დააკავეს მიხეილ ქარელისგუნდის წევრები, როგორ გადაირჩეს საკრებულოს თავმჯდომარე მარლენნადირაძე და როგორ დანიშნეს საკრებულოს ერთ-ერთი რიგითი წევრიზვიად ხმალაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატები იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაცზვიად ხმალაძე საკრებულოს ჩვეულებრივი წევრი იყო. კახაერგემლიძე ამბობს, რომ 11 თვის განმავლობაში (მარლენ ნადირაძისდაკავებამდე) ის სულ ორჯერ იყო დასწრებული სხდომებს. ამდენად,როდესაც სხვის აქტიურობაზე საუბრობს, ჯერ თავის აქტიურობაგაიხსენოსო. ამაზე ხმალაძის პასუხი ის არის, ის რომ იგი მართლაცპასიური იყო მარლენ ნადირაძის დროინდელ საკრებულოში. `მე მხოლოდმოვალეობის მოხდის მიზნით მივდიოდი სხდომებზე~, - ამბობსხმალაძე და იქვე ამატებს, რომ ზუსტად არ ახსოვს თუნდაც ერთისაკითხი, რომელიც მის მიერვე იქნებოდა წარდგენილი საკრებულოსსხდომაზე განსახილველად.

ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის შტაბის უფროსისმოადგილეს ვუთხარით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები არ აღიქვამენმას საკრებულოს თავმჯდომარედ. ამის არგუმენტად მოვიყვანეთ ისფაქტი, თუ რა მოხდა 2007 წლის სექტემბრის ღამით, როდესაცსაკრებულოს წევრები შეკრიბეს გუბერნატორის კაბინეტში დაგადაარჩევინეს მარლენ ნადირაძე.

`მაშინ ეთქვათ უარი, მაშინ დაეწყოთ ბოიკოტი. ამაში თუ რამეპროცედურების დარღვევა იყო, იურისტების გასარჩევია~, - ამბობსხმალაძე. ოპოზიციონერი დეპუტატები ორშაბათიდან საკრებულოსსხდომაზე დასწრებას აპირებენ. ისინი ხმალაძეს დებატებშიიწვევენ.

No comments:

Post a Comment